background ho
კასკადიორის ხელოვნება: 9 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

სპეციალობა, კასკადიორი 9 თვიანი კურსი (36 კვირა)

  • სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯგუფში 25 კაცი.                               

    მიმართულებები:

    • კასკადიორის ხელოვნება   
    • ბრძოლის სცენის ქორეოგრაფია  
    • აკრობატიკა (კინო გადაღებისთვის) 
    • საჰაერო ტრიუკები  
    • ცეცხლთან მუშაობა კინოში
    • ავტო ტრიუკები 
    • მძაფრსიუჟეტიანი ფილმების განხილვა, დიდ ეკრანზე. (თეორია)

    გაკვეთილების კვირის განრიგი

    • კასკადიორის ხელოვენება -კვირაში 3 დღე - დღეში 60 წუთი
    • ბრძოლის სცენის ქორეოგრაფია  - კვირაში 4 დღე - დღეში 90 წუთი
    • აკრობატიკა (კინო გადაღებისთვის) - კვირაში 3 დღე - დღეში 90 წუთი
    • ავტო ტრიუკები  კვირაში 2 დღე - დღეში 90 წუთი
    • საჰაერო ტრიუკები - კვირაში 2 დღე - დღეში 90 წუთი
    • ცეცხლთან მუშაობა - კვირაში 1 დღე - დღეში 60 წუთი
    • მძაფრსიუჟეტიანი კინოს განხილვა - კვირაში 1 დღე - დღეში 90 წუთი
    • Auto  Stunts - 2 days a week - 90 mins a day

    90 წუთიანი გაკვეთილების დროს 45 წუთის შემდეგ იქნება 15 წუთიანი შესვენება.

    მიმართულებებზე საათების რაოდენობა მთლიანი კურსის (36 კვირის) განმავლობაში.

    • კასკადიორის ხელოვენება - 108 საათი
    • ბრძოლის სცენის ქორეოგრაფია  - 108 საათი
    • აკრობატიკა (კინო გადაღებისთვის) – 108  საათი
    • საჰაერო ტრიუკები - 108  საათი
    • ცეცხლთან მუშაობა - 36 საათი
    • ავტო ტრიუკები -  108 საათი
    • მძაფრსიუჟეტიანი კინოს განხილვა - 54  საათი

    ჯამი: 630 საათი


    ორშაბათი:

    • კასკადიორის ხელოვნება - 60 წუთი
    • საჰაერო ტრიუკები  - 90 წუთი
    • ავტო ტრიუკები - 90  წუთი

    სამშაბათი:

    • საბრძოლო სცენების ქორეოგრაფია  - 90 წუთი
    • აკრობატიკა - 90 წუთი
    • ცეცხლთან მუშაობა  - 90 წუთი

    ოთხშაბათი:

    • კასკადიორის ხელოვნება - 60 წუთი
    • საჰაერო ტრიუკები  - 90 წუთი

    ხუთშაბათი:

    • მძაფრსიუჟეტიანი კინოს განხილვა (თეორია) – 90 წუთი
    • საბრძოლო სცენების ქორეოგრაფია  - 90 წუთი
    • ავტო ტრიუკები - 90  წუთი

    პარასკევი:

    • კასკადიორის ხელოვნება - 90 წუთი
    • აკრობატიკა  - 90 წუთი

    კასკადიორის ხელოვნება

    კასკადიორის ხელოვნება მოიცავს როგორც პრაქტიკულ ვარჯიშებს ასევე თეორიულ სწავლებას.

    კასკადიორის ხელოვნებაში შედის ტყვიის მოხვედრის იმიტაცია, სწორი წაქცევა. სიმაღლიდან ვარდნები. მსახიობთან მუშაობის პრინციპები. რეკვიზიტთან მუშაობა. უსაფრთხოების ტექნიკა როგორც პირადი ასევე გუნდის უსაფრთხოებისთვის.   


    საბრძოლო სცენების ქორეოგრაფია

    საბრძოლო სცენების ქორეოგრაფია მოიცავს ხელჩართული ბრძოლის ტექნიკის შესწავლას კინო გადაღებებისთვის. როგორც შიშველი ხელით ასევე ცივი იარაღის გამოყენებით. 


    აკრობატიკა, საჰაერო ტრიუკები

    ხელებზე დგომი, ყირამალები, რანდატ ფლიაკი, წინა და უკანა სალტო, სიმაღლიდან თავისუფალი ვარდნები, სიმაღლიდან თოკებით დაშვება, თოკებზე მუშაობა ბრძოლის სცენებში და აფეთქებების დროს. აირამპზე მუშაობა.


    ცეცხლთან მუშაობა

    ცეცხლთან მუშაობა ერთერთი სარისკო მიმართულებაა კასკადიორის ხელოვნებაში და თავისთავად უსაფრთხოების წესების დაცვა უპირველესია.   აქ შევასწავლით სპეციალური კოსტუმის და დამცავი სითხის სწორად გამოყენებას, სწორ სუნთქვას ტრიუკის დროს, ცეცხლმაქრებით დაზღვევაზე სწორად მუშაობას.    

    მძაფრსიუჟეტიანი კინოს განხილვა (თეორია)

    მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, კასკადიორთა მუშაობის დეტალური შეფასება. აქ განიხილება როგორც ინდივიდუალური ასევე გუნდური მუშაობა. ვნახავთ კადრს მიღმა კადრებს თუ როგორ იღებდენენ ამა თუ იმ ფილმს და სტუდენტები წერილობითი ფორმით გადმოგვცემენ თავიან მოსაზრებებს კონკრეტულ ფილმებზე.                                                                                

    ავტო ტრიუკები

    ავტომობილის ექსტრემალური მართვა , ავტომობილის მოსრიალება, ავტომობილის ადამიანზე დაჯახება, ავტომობილიდან ვარდნა

    კასკადიორის ხელოვნება

    1-2 კვირა

    • კასკადიორის ხელოვნების საფუძვლები (თეორია).
    • ტყვიის მოხვედრის იმიტაცია სხვადასხვა სტილში და წაქცევის მრავალფეროვნება.

    3-4-5 კვირა

    • ტყვიის მოხვედრის იმიტაცია პიროტექნიკის, SFX-ბის დახმარებით. 
    • (სხეულზე უყენდებათ სპეციალური  კაფსულები, რომელიც ფეთქდება და სისხლს ასხამს)

    6-7-8 კვირა

    • მყარი საგნების დამტვრევა  (ბოთლის, მაგიდის, სკამის და ა.შ).
    • მყარი საგნების დამტვრევა, პიროტექნიკის დახმარებით.

    9-10-11-12 კვირა

    • თავისუფალი ვარდნებისთვის დაზღვევის მომზადება.
    • თავისუფალი ვარდნების მრავალსახეობა, 3-4 მეტრიდან (ბარიერის გარეშე)

    13 კვირა

    • გავლილი მასალის გამეორება - გამოცდა

    14-15-16 კვირა

    • თავისუფალი ვარდნების მრავალსახეობა, 3-4 მეტრიდან 
    • (ბარიერით-ფანჯარა, აივნის და კიბის მოაჯირი)
    • თავისუფალი ვარდნით 1,5 – 2 მეტრიდან, მყარ საგნებზე (მაგიდა, სკამი, დაფა ან სხვა) ვარდნა და დამტვრევა.


    17– 18 კვირა

    • ხელოვნურ შუშაზე დაჯახება და 3-4 მეტრიდან თავისუფალი ვარდნა (ტრიუკი კეთდება პიროტექნიკოსების, SFX-ბის დახმარებით) 
    • უსაფრთხოების ტექნიკა

    19– 20-21 კვირა

    • კიბეზე ვარდნა და დაგორება.
    • კლდიდან  დაგორება.

    22-23 კვირა

    • ,,აირამპზე“ ხტომები, ვარდნები.

    24-25 კვირა

    • გავლილი მასალის გამეორება - გამოცდა

    26 კვირა

    • შეხვედრა კოსტუმების მხატვართან (რამდენად მნიშვნელოვანია კომფორტულიკოსტუმი ტრიუკის შესრულების დროს) - თეორია-პრაქტიკა)
    • შეხვედრა რეკვიზიტორთან (რამდენად მნიშვნელოვანია სწორად  დამზადებული რეკვიზიტი, ტრიუკის შესრულების დროს) - (თეორია-პრაქტიკა)

    27-28-29-30-31 კვირა

    • ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესება - (სირბილი ბუნებაში 3-5 კილომეტრი, ფიტნესი)
    • სპეციალური დამცავის გარეშე სწორად და უმტკივნეულოდ წაქცევები (ვარდენები მინდორზე, ბეტონზე და სხვა  არასტანდარტულ გარემოში).

    32-33-34 კვირა

    • თავისუფალი ვარდნები 8-12 მეტრიდან ერთ ან მეტ პარტნიორთად ერთად.


    35-36 კვირა

    • გავლილი მასალის განმეორება-გახსენება
    • ფინალური საგამოცდო

    საბრძოლო სცენის ქორეოგრაფია

    1-2 კვირა

    • ხელის დარტყმების შესწავლა სტატიური პოზიციიდან
    • ფეხის დარტყმების შესწავლა სტატიური პოზიციიდან
    • გაწელვები, ფიზიკური მომზადება.


    3-5-6 კვირა

    • საბრძოლო დგომების შესწავლა
    • ხელის და ფეხის დარტყმები საბრძოლო დგომების პოზიციიდან.
    • დამცავი აღჭურვილობის გამოყენება ბრძოლის სცენებისთვის. 

    7-8-9 კვირა

    • საბრძოლო ილეთების დამუშავება პარტნიორთან 
    • საბრძოლო ილეთების დამუშავების დროს, დისტანციის დაცვა და რითმის შეგრძნება პარტნიორთან.

    10-11-12 კვირა

    • ბრძოლის სცენებში სხეულზე დარტყმის მიღების იმიტაცია. 
    • წაქცევები - ვარდნები ბრძოლის სცენის დროს.

    13-14-15 კვირა

    •  ბუტაფორიული ცივი იარაღის ფლობა - დანა, ხმალი, შუბი.

    16-17 კვირა

    • პარტნიორთან ერთად მოკლე ბრძოლის სცენა - (შიშველი ხელებით)

    18-19 კვირა

    • პარტნიორთან ერთად მოკლე ბრძოლის სცენა - (ცივი იარაღით)

    20-21 კვირა

    • მასიური კასკადიორების ფუნქცია (თეორია)
    • მე-2 პლანზე მუშაობა ბატალურ სცენებში. 

    22-23-24 კვირა

    • მთავარი გმირის დუბლირება - მისი პლასტიკის და ჟესტიკულაციების შესწავლა.
    • (დავალება მიეცემათ ცნობილი ,,ექშენ“ მსახიობების პაროდია - დუბლირება)
    • გმირის პოზა პრძოლის სცენის დროს.
       

    25-26-27 კვირა

    • საბრძოლო სცენები (2 პარტნიორთან) აკრობატული ილეთების ჩართულობით.
    • საბრძოლო სცენები (2-3 პარტნიორთან) ისტორიული ჟანრის ფილმებისთვის.

    28-29-30 კვირა

    • სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სტილების, თეორიული 
    • და პრაქტიკული გაკვეთილები.

    30-31 კვირა

    • საბრძოლო სცენის დადგმა (შიშველი ხელებით და ცივი იარაღით) - სტუდენტი
    • ირჩევს 2-3 პარტნიორს სასწავლო ჯგუფიდან  და თვითონ დგამს ბრძოლის სცენას.


    32-33 კვირა

    • გუნდური ბრძოლის სცენის ქორეოგრაფია. 


    34-35 კვირა

    • განვლილი მასალის გამეორება - ტექნიკის გაუმჯობესება


    36 კვირა

    • თავისივე დადგმული ბრძოლის სცენის ჩვენება-წარდგენა-გამოცდა.

    აკრობატიკა

    1-2 კვირა

    • წინ კოტრიალები,  უკან კოტრიალები, გაწელვითი ვარჯიშები 
    • ფიზიკური მომზადება 


    3-4 კვირა

    • გვერდზე და უკან  ყირამალები, გაწელვითი ვარჯიშები
    • ფიზიკური მომზადება

    5-6 კვირა

    • რანდატები, გაწელვითი ვარჯიშები 
    • ფიზიკური მომზადება


    7-8-9-10 კვირა

    • დავხვეწავთ და გავასუფთავებთ განვლილ ვარჯიშებს. 


    11-12-13-14 კვირა

    • შესწავლილი ყველა ილეთი გადაინაცვლებს 
    • მოთელვითი ვარჯიშების პროგრამაში და დავიწყებთ შესწავლას
    • წინ ყირამალების, ფლიაკების, რანდატ ფლიაკების, წინსალტოების.


    15-16-17-18 კვირა

    • მთელი ეს დრო დაეთმობა, დაწყებული ილეთების დახვეწას,
    • გასუფთავებას და საფუძვლიანად შესწავლას. 

    19-20-21-22-23-24-25 კვირა

    • უკან სალტოები, არაბული სალტო, რანდატ ორი და მეტი ფლიაკი.

    26-27-28-29-30-31 კვირა

    • გავლილი ილეთების ერთმანეთთან შერწყმა და გადაბმა.
    • წინ ყირამალა ცალფეხზე + ორ ფეხზე,
    • წინ ყირამალა + წინ სალტო რანდატ + ფლიაკ + უკან სალტო, 
    • წინ ყირამალა+ რანდატ+ ფლიაკი წინ სალტო + რანდატ + ფლიაკ + სალტო.

    32-33-34-35 კვირა

    • განვლილი მასალის დახვეწა-გასუფთავება.


    36 კვირა

    • საგამოცდო კვირა

    საჰაერი ტრიუკები

    1-2 კვირა

    • საჰაერო ტრიუკებისთვის ჟილეტის და დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენება.
    • უსაფრთხოების ტექნიკა

    3-4-5-6-7 კვირა

    • პარტნიორის დაზღვევა ტრიუკის შესრულების დროს.
    • 5-6 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტომა - თოკის მეშვეობით.
    • ზევით, ვერტიკალური პოზიციით ახტომა 2-3  ბრუნით, ტრიალით.
    • დაბალ ბარიერებზე  (1-1,5 მეტრი) გადახტომა

    8-9-10-11 კვირა

    • 8-10 მეტრის სიმაღლიდან, კედელზე დაშვება სიარულით
    • 8-10 მეტრის სიმაღლიდან, კედელზე დაშვება   მოკლე ხტომებით
    • სამხედრო ტაქტიკური დაშვებები სიმაღლიდან

     12-13-14 კვირა

    • ბრძოლის სცენებში საჰაერო ტრიუკების გამოყენება
    • სიმაღლიდან, წინ ვარდნები (თოკებით)
    • იმაღლიდან, ზურგით ვარდნები (თოკებით)

     15-16-17-18 კვირა

    • ავტო ტრიუკების და საჰაერო ტრიუკების შერწყმა

    19-20-21-22 კვირა

    • ალპინიზმის კვანძები
    • საველე პირობებში, სიმაღლეებზე ასვლა და დაშვება (ალპინიზმი).
    • უსაფრთხოების ტექნიკა ალპინიზმში

    23-24-25-26 კვირა

    • საჰაერო ტრიუკები აკრობატიკის ელემენტებით (წინ სალტო, უკან სალტო, 720 გრადუსიანი და 1080 გრადუსიანი ტრიალები)

    27-28 კვირა

    • გავლილი მასალის გამეორება, ალპინიზმის გამოკლებით.

    29-30-31-32 კვირა 

    • საველე ვარჯიში - გადაღების ინსცენირება, საჰაერო ტრიუკებით. (ამწე კრანზე აწყობილია  ალუმინის ფერმა)

    33-34-35 კვირა

    • პიროტექნიკა და საჰაერო ტრიუკები. (აფეთქებები, ტყვიის მოხვედრები)

    36-კვირა

    • საგამოცდო პერიოდი

    ავტო ტრიუკები

    1- 2 კვირა

    • დაძვრა - გაჩერების სწავლა. 
    • სიჩქარეების შეცვლა. 
    • ჩვეულებრივად დაპარკინგება.

    3-4 კვირა

    • წინაღობებში ზიგზაგით სიარული. 30-40 კმ/სთ სიჩქარით.
    • წინაღობებში მანევრები და სიჩქარეების შეცვლა. 30-40 კმ/სთ სიჩქარით.

    5-6-7 კვირა

    • უკუსვლით სიარული. 20-30 კმ/სთ სიჩქარით.
    • წინაღობებში უკუსვლით სიარული. 20-25 კმ/სთ სიჩქარით.

    8-9-10-11 კვირა

    • ექსტრემალური მუხრუჭი ძრავით და მუხრუჭით.
    • წინაღობებში დროში სიარული და ტრაექტორიების განსაზღვრა.

    12-13-14 კვირა

    • წინაღობებში სიარული სხვადასხვა კომბინაციებით.

    15 - კვირა

    • გავლილი მასალის გამეორება და სუსტი წერტილების აღმოფხვრა.

    16-17 კვირა

    • ხელის მუხრუჭით მოსრიალება და ახლოს გაჩერება კონკრეტულ ბარიერთან.

    18-19-20 კვირა

    • მოსრიალებული ავტომობილის მართვა (დონატი)
       

    21-22-23 კვირა

    • მოსრიალებული მანქანის მართვა ( რვიანი ) სრიალისას, ხელის მუხრუჭის გამოყენება.

    24-25 კვირა

    •  უკუსვლის მოსრიალება 180c ( პალიციური ) 360c მოსრიალება
    •  ხელის მუხრუჭის გამოყენება დრიფტის დროს... სავარჯიშო (გვირილა)

    26 კვირა

    • გავლილი მაალის გამეორება.

    27-28 კვირა

    • დრიფტით პარკირება და დრიფტის ელემენტები 
    • ადგილზე ბუქსაობა ( burn out ) 

    29-30-31  კვირა

    • ადამიანის გადასვლა, მანქანის ფანჯრიდან ფანჯარაში.
    • გადახტომა სახურავიდან სახურავზე,  20-30 კმ/სთ სიჩქარით. 
    • მძღოლიც და ქვეითიც იქნება, აკადმიის სტუდენტი) -20-30 კმ/სთ სიჩქარით მიმავლი მანქანიდან ადამიანის ვარდნა.
    • (ვარდნა კეთდება, ქვიშაზე) - (მძღოლიც და ქვეითიც იქნება, აკადმიის სტუდენტი) 

    32-33 კვირა

    • მანქანის დაჯახება ქვიშის მანეკენზე (ფსიქოლიგიურად ემზადება მძღოლი)

    34-35 კვირა

    • მანქანის ადამიანზე დაჯახება. 20-25 კმ/სთ სიჩქარით. (მძღოლიც და ქვეითიც იქნება, აკადმიის სტუდენტი)

    36 კვირა

    • ფინალური გამოცდა.


    ცეცხლის ტრიუკები კინოში

    1 კვირა

    • ცეცხლის ტრიუკისთვის უსაფრთხოების ტექნიკა (თეორია)
    • 50 %-იანი ცეცხლის დემონსტრირება პროფესიონალი ინსტრუქტორისგან.

    2-3-4-5 კვირა

    • ცეცხლისგან დამცავი მალამოს და სპეციალური კოსტუმის წარდგენა სტუდენტებისთვის.
    • ხელის მტევანზე და მკლავზე ცეცხლის მოკიდება, ცეცხლის 
    • მიმართულების კონტროლი. (დახურულ სივრცეში)

    6-7-8-9 კვირა

    • ადამიანზე ცეცხლის სწორად ჩაქრობა ცეცხლმაქრით ან ნაჭრის გადასაფარებლით.
    • მუხლს ქვემოთ ცეცხლის მოკიდება, სიარულში ცეცხლის მიმართულების კონტროლი.
    • (დახურულ სივრცეში)

    10-11-12-13-14 კვირა

    • წელს  ქვემოთ ცეცხლის მოკიდება, სიარულში ცეცხლის მიმართულების კონტროლი. (დახურულ სივრცეში)
    • ორივ მხარზე ცეცხლის მოკიდება, სიარულში ცეცხლის მიმართულების კონტროლი. (დახურულ სივრცეში)
    • ზურგზე ცეცხლის მოკიდება, სიარულში ცეცხლის მიმართულების კონტროლი. (დახურულ სივრცეში)

    15-16-17-18  კვირა

    • ფეხებზე (უკანა მხარეს) ,წელზე, ზურგზე ცეცხლის მოკიდება 50 %-იანი წვა. 
    • უმისამართო, პანიკური სირბილი და სწორი სუნთქვა.

    19-20 კვირა

    • 50 %-იანი წვა, პანიკური სირბილი 15 წამი, მუცელზე დავარდნა და ხოხვა, 
    • ჩაქრობაზე ნიშნის მიცემა. ჯამში 30 წამი.

    21  კვირა

    • გავლილი მასალის განმეორება. საფუძვლიანად შესწავლა.

    22-23-24-25 კვირა

    • ფეხებზე მთლიანად ,წელზე, ზურგზე, მკერდზე ცეცხლის მოკიდება 50-70 %-იანი წვა. 
    • უმისამართო, წინ სირბილი,მუცელზე დავარდნა და ხოხვა, ჩაქრობაზე ნიშნის მიცემა. 
    • ჯამში 30 წამი.

    26-27-28-29 კვირა

    • მინდორზე, გაშლილ სივრცეში, ცეცხლოვანი აფეთქების შემდეგ
    • 50 -70 %-იანი ცეცხლის  მოკიდება, ცეცხლის კონტროლი,
    • პანიკური სირბილი, წაქცევა, დანიშნულების ადგილამდე
    • ხოხვით მისვლა, ნიშნის მიცემა ჩაქრობაზე.
    • ცეცხლმოკიდებული სირბილი გაშლილ სივრცეში და მკვეთრად უკან გამოქცევა.

    30-31 კვირა

    • აირამპზე ახტომა, ზურგსუკან ცეცხლოვანი აფეთქება, ჰაერში 
    • ცეცხლის მოკიდება (30-40 %-იანი ცეცხლი) და ვარდნა.

    32-33-34-35 კვირა

    • 3-4 მეტრიანი სიმაღლეზე, ცეცხლოვანი აფეთქება ზურგსუკან, 
    • წინ ვარდნა წყალში -მდინარეში -  (50-70 %-იანი ცეცხლით) 
    • 6-8 მეტრის სიმაღლიდან ცეცხლმოკიდებული ვარდნა წყალში (მდინარეში)

    36 კვირა

    • საგამოცდო პერიოდი 

    მძაფრიუჟეტიანი კინოს განხილვა

    კამერასთან მუშაობა 

    1-2 კვირა 

    • მძაფრი ეპიზოდები, უხმო ფილმებში.
    • (ძირითადად ბასტერ კიტონის და ჩარლი ჩაპლინის ფილმებიდან 
    • ,,ექშენ“ ეპიზოდების ჩვენება  დიდ ეკრანზე და განხილვა)

    3-4  კვირა

    • ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ამერიკულ, ევროპულ, 
    • ჩინურ და ინდურ ფილმებში.

    5-6 კვირა

    საჰაერო ტრიუკები ამერიკულ, ევროპულ, ჩინურ და ინდურ ფილმებში.

    7 კვირა

    • განსხვავებები, მე-20 საუკუნის მძაფრსიუჟეტიან და თანამედროვე მძაფრსიუჟეტიან ფილმებს შორის.

    8-9 კვირა

    • ბრძოლის სცენები (ხელჩართული და ცივი იარაღით) სხვადასხვა ჟანრის ფილმებში.

    10-11 კვირა

    • ავტო ტრიუკები სახვადასხვა ჟანრის ფილმებში.

    12-13 კვირა

    • ცეცხლის ტრიუკები სახვადასხვა ჟანრის ფილმებში.

    14 კვირა

    • ექშენ რეჟისორების დანიშნულება მძაფრსიუჟეტიან ფილმებში.

    15 კვირა

    •  ექშენ ოპერატორების დანიშნულება მძაფრსიუჟეტიან ფილმებში.

    16-17-18 კვირა

    • დამდგმელი მხატვრის, რეკვიზიტორის და გრიმიორის თანამშრომლობა კასკადიორებთან.

    19-20 კვირა

    • კასკადიორთა ტიპები: მსახიობ კასკადიორი, დუბლიორ კასკადიორი და მასიური სცენის კასკადიორი.

    21-22 კვირა

    • სპეციალური ეფექტების ოსტატები (SFX) - უსაფრთხოების ტექნიკა აფეთქებების დროს.

    23 კვირა

    • ექსტრემალური წყალქვეშა გადაღებები.

    24 კვირა

    • ბატალურ სცენებში მასიური კასკადიორების მომზადება.

    25-26 კვირა

    • ყველაზე რისკიანი ტრიუკები კინოს ისტორიაში და უსაფრთხოების ტექნიკის მნიშვნელობა.

    27 კვირა

    • ექშენ რეჟისორის, ექშენ ოპერატორის, კასკადიორის და გრაფიკოსების თანამშრომლობა.

    28 კვირა

    • საცხენოსნო ტრიუკები ისტორიული ჟანრის ფილმებში.

    29-30 კვირა

    • მაღალბიუჯეტიანი ,,ექშენ“ ფილმები. რატომ არიან ისინი ძვირადღირებული ფილმები?!

    31 კვირა

    • ცეცხლის ტრიუკები კინოში. უსაფრთხოების ტექნიკა.

    32 კვირა

    • ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა, სამხედრო მძიმე 
    • ჯავშან-ტექნიკა კინოში.

    33 კვირა

    • მძაფრსიუჟეტიანი ანიმაციური ფილმები.

    34 კვირა

    • ბრუს ლიი როგორც რევოლუციონერი ,,ექშენ“ ფილმებში.

    35 კვირა

    • კინოს ისტორიაში ძველი და თანამედროვე ,,ექშენ“ მსახიობები.
    • მათი გავლენა საზოგადოებაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე.

    36 კვირა

    • სტუდენტები წერილობითი ფორმით გადმოგვცემენ თავიანთ მოსაზრებებს მძაფრსიუჟეტიან კინოზე.

    კამერასთან მუშაობა 

    კამერასთან მუშაობა გადანაწილდება 36 კვირაზე  კასკადიორის ხელოვნების, საბრძოლო სცენების, ავტო და საჰაერო ტრიუკების ლექციებზე.

    კადრის ხედი, კადრის რაკურსი, კომპოზიცია, ექსპოზიცია, კადრს შიდა მონტაჟი (თეორია)

    ბრძოლის სცენის დროს კადრიდან გასვლა და კადრში შემოსვლა. მსახიობთან მუშაობის დროს სწორ პოზიციაში დგომა - კადრში, მსახიობი რომ არ გადაფაროს კასკადიორმა.

    • კამერასთან დისტანციის დაცვა.
    • სიმაღლიდან ვარდნის ან ხტომის დროს, რაკურსის შერჩევა.
    • ბრძოლის სცენის დროს კონკრეტულ ილეთებზე ხედის და რაკურსის შერჩევა.
    • კამერის მუშაობა ბრძოლის სცენებში, კადრს შიდა მონტაჟით (ერთ უწყვეტ კადრში)
    • ბრძოლის სცენის დროს გვერდითი ხედვა -კამერის პოზიციის შეგრძნება.
    • ,,ექშენ“ კამერის კონტროლი რომელიც საჭიროების შემთხვევაში მის სხეულზე ან გადაღების რეკვიზიტზე იქნება დამაგრებული, სხვადასხვა ტრიუკების შესრულებისას.
    • ტყვიის მოხვედრის ან აფეთქების სცენის შემდეგ, კამერის წინ სწორ დისტანციაზე დავარდნა.
    • (გათვალისწინება იმისა რომ კადრიდან არ გავიდეს დაუგეგმავად. ან პირიქით, კადრიდან გავიდეს დაგეგმილად) 

    ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კინოში

    • სტუდენტები ამ მიმართულებას გაივლიან, კასკადიორის ხელოვნების, ავტო და საჰაერო ტრიუკების ლექციებზე.
    • სასწავლო ვერსიად გადაკეთებული, ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღების დაშლა, აწყობა.
    • ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობა და უსაფრთხოების ტექნიკა გადასაღებ მოედანზე.
    • ცეცხლსასროლი იარაღის სწორად დაჭერა სროლის დროს.
    • ცეცხლსასროლი იარაღის სწორად დაჭერა და სროლა ტაქტიკური გადაადგილების დროს.
    • სროლის დროს ცეცხლსასროლი იარაღით წაქცევა.
    • კლდიდან თოკით დაშვება და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა.
    • მიმავალი ავტო მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება-სროლა.
    • ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება საჰაერო ტრიუკების დროს. 

    სპეციალობა კასკადიორი

    • მიმართულებები და ინსტრუქტორ-მასწავლებლები
    • სპეციალობის წამყვანი მასწავლებელი - დავით ხუბუა
    • კასკადიორის ხელოვნება -  დავით ხუბუა
    • ბრძოლის სცენის ქორეოგრაფია  - დავით ხუბუა. გიორგი უსტარაშვილი
    • აკრობატიკა, საჰაერო ტრიუკები (კინო გადაღებისთვის) - დავით კარკინი, შოთა ღუღუნიშვილი
    • ცეცხლთან მუშაობა კინოში - დავით ხუბუა
    • მძაფრსიუჟეტიანი ფილმების განხილვა (თეორია)  - მაია ყანჩელაშვილი

    ასევე მოწვევით გვეყოლება სპეციალური ეფეტქების ოსტატები (SFX) პიროტექნიკოსები რომლებიც დაგვეხმარებიან პრაქტიკულად გავიაროთ აფეთქების სცენებზე მუშაობა. 

    მასწავლებელ-ინსტრუქტორების პროფესიული ბიოგრაფია

    დავით ხუბუა - კასკადიორი, კასკადიორთა კოორდინატორი, ,,ექშენ რეჟისორი“ 

    • მიღებული აქვს მონაწილეობა 80-ზე მეტ საერთაშორისო კინო პროექტზე - 25 წლიანი გამოცდილება.
    • გიორგი უსტარაშვილი - კასკადიორი, კუნფუს ოსტატი. მონაწილეობა მიღებული აქვს 30-მდე საერთაშორისო კინო პროექტზე. 
    • 10 წლიანი გამოცდილება კინოში


    დავით კარკინი - კასკადიორი, სპორტის ოსტატი აკრობატიკაში, მონაწილეობა მიღებული აქვს 20-მდე საერთაშორისო კინო პროექტზე. 7 წლიანი გამოცდილება კინოში.

    შოთა ღუღუნიშვილი - კასკადიორი - საჰაერო ტრიუკების ოსტატი - 5 წლიანი გამოცდილება კინოში. 

    ლევან სვიანაძე - პროფესიონალი ავტომრბოლელი - კასკადიორი. 7 წლიანი გამოცდილება კინოში.

    მაია ყანჩელაშვილი - საერთაშორისო კონსულტანტი, კოორდინატორი, ლექტორი. ამ სფეროში მოღვაწეობის 10 წლიანი გამოცდილებით. ნამუშევარი აქვს ფილმებზე “Kingsman 3” და “FF9” როგორც კასკადიორთა დეპარტამენტის კოორდინატორი, კონსულტანტი.

    ყოველკვირეულად იწარმოებს ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება. 

    3 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ ამ ფოტო-ვიდეო მასალას.

    ასევე სტუდენტებს ინდივიდუალურად გაუკეთდებათ 2 წუთიანი შოურილი.

გაიცანი შენი პედაგოგი
  • teacher photo
    დავით

    კასკადიორების კურსი

    კასკადიორი, კასკადიორთა კოორდინატორი, ,,ექშენ რეჟისორი“  მიღებული აქვს მონაწილეობა 80-ზე მეტ საერთაშორისო კინო პროექტზე - 25 წლიანი გამოცდი...

უნარები
teacher photo
თარიღი

19 სამშაბათი სექტემბერი - 19 სამშაბათი სექტემბერი 2023

მდებარეობა

თბილისი

დრო

18:43 - 19:43 PST

ღირებულება

$ 3,800.00

ყიდვა contact

გაქვს კითხვა?

მოგვწერე

გაიცანი შენი პედაგოგი
  • teacher photo
    დავით

    კასკადიორების კურსი

    კასკადიორი, კასკადიორთა კოორდინატორი, ,,ექშენ რეჟისორი“  მიღებული აქვს მონაწილეობა 80-ზე მეტ საერთაშორისო კინო პროექტზე - 25 წლიანი გამოცდი...

უნარები
ყველა კურსი
გაყიდულია: როგორ დავაფინანსოთ ფილმი დამოუკიდებლად
გაყიდულია: როგორ დავაფინანსოთ ფილმი დამოუკიდებლად

სტივ ლონგი

თარიღი29.08.2022

დრო09:00

გაყიდულია: როგორ დავაფინანსოთ ფილმი დამოუკიდებლად

სტივ ლონგი

2 საათიანი მასტერკლასი

ღირებულება $ 59

სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა
სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა

ზაზა კოშკაძე

თარიღი17.10.2022

დრო09:00

სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა

ზაზა კოშკაძე

სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა

ღირებულება $ 2350

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი - 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი
როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი - 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

თარიღი17.10.2022

დრო11:45

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი - 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯგუფში 25 კაცი

ღირებულება $ 1950

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი: 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი
როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი: 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

თარიღი06.02.2023

დრო11:40

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი: 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

6 თვიანი კურსი (24 კვირა)

ღირებულება $ 2550

ხელშეკრულებები და ფინანსები კინოსთვის: მასტერკლასი
ხელშეკრულებები და ფინანსები კინოსთვის: მასტერკლასი

რობერტ ბელი

თარიღი15.09.2022

დრო09:00

ხელშეკრულებები და ფინანსები კინოსთვის: მასტერკლასი

რობერტ ბელი

Length 2 hours

ღირებულება $ 59

შესავალი ფილმის დაფინანსებასა და გაყიდვებში: მასტერკლასი დამთავრებულია!
შესავალი ფილმის დაფინანსებასა და გაყიდვებში: მასტერკლასი დამთავრებულია!

ბრაიან ბექმანი

თარიღი30.08.2022

დრო09:00

შესავალი ფილმის დაფინანსებასა და გაყიდვებში: მასტერკლასი დამთავრებულია!

ბრაიან ბექმანი

ხანგრძლივობა: 2 საათი

ღირებულება $ 59

გაყიდულია: კარლო სილიოტოს მასტერკლასი: მუსიკა უჩინარი მსახიობია
გაყიდულია: კარლო სილიოტოს მასტერკლასი: მუსიკა უჩინარი მსახიობია

კარლო სილიოტი

თარიღი08.09.2022

დრო09:00

გაყიდულია: კარლო სილიოტოს მასტერკლასი: მუსიკა უჩინარი მსახიობია

კარლო სილიოტი

მუსიკა უჩინარი მსახიობია

ღირებულება $ 59

როგორ წარმართონ კინემატოგრაფებმა კამპანია ფესტივალებისა და დაჯილდოებისთვის - გაყიდულია
როგორ წარმართონ კინემატოგრაფებმა კამპანია ფესტივალებისა და დაჯილდოებისთვის - გაყიდულია

სილვია ბიზიო

თარიღი14.09.2022

დრო22:52

როგორ წარმართონ კინემატოგრაფებმა კამპანია ფესტივალებისა და დაჯილდოებისთვის - გაყიდულია

სილვია ბიზიო

ფესტივალები და დაჯილდოების კამპანია კინემატოგრაფებისთვის

ღირებულება $ 9.97

გზა ჰოლივუდისკენ
გზა ჰოლივუდისკენ

ჯანეტ ნეპალსი

თარიღი19.08.2022

დრო09:00

გზა ჰოლივუდისკენ

ჯანეტ ნეპალსი

გზა ჰოლივუდისკენ

ღირებულება $ 59

სამსახიობო ოსტატობის 8 კვირიანი კურსი
სამსახიობო ოსტატობის 8 კვირიანი კურსი

მიგელ პერესი

თარიღი23.01.2023

დრო09:00

სამსახიობო ოსტატობის 8 კვირიანი კურსი

მიგელ პერესი

სამსახიობო დეპარტამენტი

ღირებულება $ 620

8 კვირიანი სასერტიფიკატო სამსახიობო კურსი
8 კვირიანი სასერტიფიკატო სამსახიობო კურსი

მიგელ პერესი

თარიღი24.10.2022

დრო09:00

8 კვირიანი სასერტიფიკატო სამსახიობო კურსი

მიგელ პერესი

სამსახიობო დეპარტამენტი

ღირებულება $ 477