-
კურსის აღწერილობა და მიზნები
ეს კურსი სტუდენტის მიერ მონოლოგის წაკითხვის, გაანალიზების, შეფასების, პერსონაჟის მიმართ არჩევანის გაკეთების, განზრახვის, მოქმედების, კონფლიქტისა და მასალის ზედმიწევნით შესწავლისკენაა მიმართული.
პრაქტიკაში გამოყენების (რეპეტიცია), სხვადასხვა სავარჯიშოსა და სოკრატესეული მეთოდის საშუალებით, სტუდენტები შეისწავლიან მონოლოგის სტრუქტურის წაკითხვისა და შეფასების პროცესს, ენის ამოცნობას, პერსონაჟისა და მოქმედების განვითარებისას დრამატურგის მიერ გამოყენებულ რითმასა და ლექსიკას. სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა დრამატული არჩევანის გაკეთებას და მათი მართებულობის რეპეტიციებისა და ანალიზის მეშვეობით შემოწმებას.
კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს მონოლოგში რითმის, პერსონაჟის, გარემოსა და მოქმედების წაკითხვა და გაანალიზება; მონოლოგის მცირე ნაწილებად დაყოფა, ანალიზის მიხედვით დრამატული არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის გრძნობითა და დამაჯერებლობით გათამაშება.
-
01
ტექსტები, მასალა და რესურსები
სტუდენტებს აუდიტორიაში ექნებათ ონლაინ წვდომა სასურველი მასალების მოსაძიებლად.
პედაგოგს უამრავი სასარგებლო მასალა აქვს. სტუდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ თანამედროვე თხრობის გზებს, რომლებიც ადამიანური ყოფის უკეთ გაგებას ემსახურება.
-
02
შეფასება
შეფასება მოიცავს ჩაბარებას ან ჩაჭრას.
75 %-ზე მეტი დასწრებისა და თითოეულ ლექციაზე აქტიური მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტს მიენიჭება ჩაბარებულის სტატუსი.
არასაკმარისი დასწრებადობის/მონაწილეობის მქონე სტუდენტის შეფასება დაექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას.
სტუდენტები ყოველკვირეულად გაივლიან რეპეტიციებს სალექციო პერიოდის განმავლობაში, ხოლო განხილვაში მონაწილეობას შეძლებენ ყოველი შეხვედრისას.
-
03
დავალებები და საშინაო დავალება
სტუდენტები სალექციო პერიოდის განმავლობაში სარეპეტიციოდ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რათა თითოეული სალექციო დღის მასალის რეფლექსირება მოახდნინონ, საკლასო მასალა კი სახლში დაიზეპირონ.
-
04
მონაწილეობა და საგაკვეთილო გარემო
სასურველია, თითოეული სტუდენტი შეეცადოს 100 %-იან დასწრებას. 75% მინიმალური დასწრების ზღვარია.
კურსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დისკუსიებში მონაწილეობას. სტუდენტი გაკვეთილზე მომზადებული უნდა გამოცხადდეს და გუნდურ დავალებებში მიიღოს მონაწილეობა.
თანამედროვე პიესის, ფილმისა თუ სატელევიზიო შოუში უხამსი ენის გამოყენების გამო, სტუდენტებს არ აეკრძალებათ აუდიტორიაში მსგავსი ლექსიკის გამოყენება. ჩვენ მიერ შესწავლილი მწერლებისა და პერსონაჟების მიერ გამოყენებული ლექსიკის პრაქტიკაში გამოყენებისთვის მზად უნდა ვიყოთ.
აუდიტორიაში შესვლამდე სტუდენტებმა უნდა გამორთონ მობილური ტელეფონები.
სცენის შემსწავლელი აუდიტორია რეალურად სარეპეტიციო სცენას წარმოადგენს. შესაბამისად, სასცენო მუშაობის დასრულებას აპლოდისმენტები არ მოყვება.
მონოლოგზე მუშაობისას პედაგოგი ხშირად დაავალებს სტუდენტების ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფის დაკვირვებას და შედეგების განხილვას. თეატრალური ჩვეულების თანახმად, კოლეგის კრიტიკისას გაკეთებული ყოველი კომენტარი ზედმიწევნით იქნება პედაგოგის მიერ გაკონტროლებული.
აღნიშნული გაკვეთლები ღია განხილვებისა და ადამიანური ქცევის გულწრფელი შეფასებისთვის იდეალური ადგილი იქნება. თუ სტუდენტი რომელიმე ეპიზოდისას თავს უხერხულად იგრძნობს, ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს პედაგოგს და საკუთარი შეხედულება ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე დააფიქსიროს.
-
05
პირველი კვირა
შესავალი. ძირითადი კონცეფციების განხილვა. თითოეული სტუდენტი წარადგენს მოკლე მონოლოგს და გაკვეთილის განმავლობაში განიხილავენ მისაღწევ მიზნებს.
უმთავრესი კონცეფცია: „მსახიობობა იდეის თავდავიწყებით გადმოცემაა“.
-
06
მეორე კვირა
სტუდენტებს მათი საყვარელი სიმღერის ტექსტის მონოლოგის რეჟიმში რეპეტიციის გავლა მოეთხოვებათ. სიმღერის ტექსტები სტუდენტებისთვის მონოლოგის გაანალიზების ისეთი მეთოდების
შესასწავლად იქნება გამოყენებული, როგორიცაა:
• მასალის ნაწილებად დაყოფა;
• საკვანძო სიტყვების ამოცნობა;
• პერსონაჟთან მიმართებაში ლექსიკისა და სინტაქსის განსაზღვრა;
• რითმისა და სტრუქტურის ანალიზი;
• ამბის მთლიან ხაზში მონოლოგის დანიშნულების გაგება.
არცერთი მასალა არ შეიძლება ჩაითვალოს „ლიმიტს მიღმა“ ან „შეუფერებლად“. პერსონაჟის ასაკის, რასისა თუ სქესის მიუხედავად, სტუდენტებს მათთვის ყველაზე საინტერესო მასალის არჩევის საშუალება ექნებათ. ძირითადი კონცეფცია: “ყველა სიტყვას საკუთარი დანიშნულება აქვს“.
-
07
მესამე კვირა
სტუდენტებისთვის მათ მიერვე შერჩეული დრამატული მასალის გადაკითხვისა და კვლევის ჩატარების სწავლება. მათ მონოლოგში ცალკეული „ნაწილების“ ამოცნობას და ამ ნაწილების გაანალიზებას შეასწავლიან.
ძირიდათი კონცეფცია: „ტექსტი ყოველთვის თავიდან ბოლომდე წაიკითხე“.
-
08
მეოთხე კვირა
სტუდენტები აუდიტორიაში ატარებენ მონოლოგების რეპეტიციას. წინა გაკვეთილისას გაკეთებული არჩევანის ტესტირებას რეალურ დროში მოახდენენ. მათ არჩევანს ხშირად პედაგოგი განიხილავს დეტალურად და დასახავს გამოწვევებს.
რეპეტიციას გადარჩენილი არჩევანი გაზიარებული იქნება, ხოლო მომდევნო გაკვეთილისთვის ახლის დასახვა მოხდება.
ძირითადი კონცეფცია: „შენი კომენტარის გარეშე არჩევანი უსარგებლოა“.
-
09
მეხუთე კვირა
სტუდენტები მონოლოგის რეპეტიციას განმეორებით გადიან; ახალ არჩევანს განიხილავენ და დაწუნების შემთხვევაში ახალს დაისახავენ. მათ მონოლოგთან, მოქმედებასთან და პერსონაჟთან დაკავშირებულ უამრავ ისეთ შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი, როგორიცაა:
• ვინ ხარ?
• სად ხარ?
• ვისთან ერთად ხარ?
• რას აკეთებ?
• როგორ აკეთებ?
• საიდან მოხვედი?
• სად მიდიხარ?
• რა დაგხვდება, როდესაც იქ მიხვალ?
სამუშაოს დინამიკიდან გამომდინარე, სტუდენტები ან ბოლომდე გაყვებიან არჩეულ მონოლოგს ან ახალს დაიწყებენ.
ძირითადი კონცეფცია: „მუშაობა მასალის დაუფლებაზეა დამოკიდებული“.
-
010
მეექვსე კვირა
სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი მონოლოგი, აუდიტორიაში გამოცხადებისას სცენა წინასწარ გაწერილი და გაანალიზებული უნდა ჰქონდეთ. მათი რეპეტიცია შეფასებას დაექვემდებარება. იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ მიეცემათ ახალი დავალება, მიმდინარე კვირაში ფინალური რეპეტიცია ჩაუტარდებათ.
ძირითადი კონცეფცია: „თუ იცი ნაწილები, განზრახვა, პერსონაჟი და კონფლიქტი, სტროფები არაფერია“.
-
011
მეშვიდე კვირა
სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ახალი მონოლოგი, წარმოადგენენ ანალიზსა და დეტალურ ჩაშლას. სტუდენტებმა, რომლებიც რეპეტიციას ხელმეორედ გადიან, პერსონაჟებისა და დრამატული არჩევანის სინთეზის გაერთიანებას უნდა გაართვან თავი.
ძირითადი კონცეფცია: „მსახიობობა რეალური და წარმოსახვითი გამღიზიანებლებისადმი რეაქციაა“.
-
012
მერვე კვირა
ფინალური რეპეტიციები. სტუდენტები მიმდინარე მონოლოგის ფინალურ რეპეტიციას გაივლიან. თითოეულ სცენას პედაგოგის მხრიდან ზოგადი ანალიზი და საბოლოო კრიტიკა მოყვება.
ძირითადი კონცეფცია: „შენი ნიჭი შენი არჩევანია“.