კარლო სილიოტო ოქროს გლობუსზე ნომინირებული კინოკომპოზიტორი და მოძრავი სურათის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (ოსკარი) წევრია.
1984 წლიდან მოყოლებული, მას ასზე მეტი პროექტისთვის აქვს დაწერილი მუსიკა, დაწყებული თეატრალური განხრით, დამთავრებული დოკუმენტური ფილმებითა და ტელე-სერიალებით. თანამედროვე მელოდიებისა და იტალიური კონომუსიკის შერწყმის კარლოსეული უნარი მისი სავიზიტო ბარათი გახდა ისეთ შემდგარ რეჟისორებთან მუშაობისას, როგორიც არიან: პატრიცია რიგენი, იუჯინიო დერბეზი, ჯონათან ჰენსლეი, რობერტ მარკოვიჩი, რიკი ტოგნაცი, კარლოს საურა-მედრანო, კლაივ დონერი, სერგეი ბოდროვი, ივან პასერი, ჯოსეფ სარგენტი, როჯერ იანგი, ული ედელი, სერხიო სანჩეს სუარესი, რობერტ ალან აკმერმანი, კარლო კარელი, მაურისიო ნიჩეტი და ა.შ.
კარლოს უკანასკნელი ნამუშევარი - „სასწაულები სამოთხიდან“ - 16 მარტს, სონი/ქოლამბია ფიქჩერსის მიერ იქნა გამოცემული.