კინოგადაღების ხელოვნებამ ისეთი ცვლილებები განიცადა, რომ მისი ისტორიის უდიდესი ნაწილი ახლა უკვე გამქრალია. წარსულს ჩაბარდა უდიდესი რეჟოსორების ოქროს ხანაც, რაც გვაიძულებს, აღვადგინოთ დიალოგი ოქროს ხანის ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა ფრედ ასთერი, ჯინჯერ როჯერსი, ქერი გრანტი, მერლინ მონრო და ჰემფრი ბოგარტი. წარსულს ჩაბარდა კინემატოგრაფიულ საოცრებათა კლასიკური ფილმები, რომლებიც ბუნებრივი პეიზაჟების ფონზე წარმოგვიდგენდნენ ისეთ რეალურ მსახიობებს, როგორიცაა პიტერ ო’ტული ფილმში „ლოურენსი არაბეთიდან“.
დღეს აუდიტორიას მხოლოდ კომპიუტერით შექმნილ პერსონაჟებს, ავანსცენას, ბექგრაუნდსა და მათი კომბინაციით მიღებულ გამოსახულებას აწვდიან. ამ ბოლო დროს ფილმებს რეალური გადასაღები მოედნების მაგივრად კომპიუტერებთან მსხდომი ადამიანებით სავსე ოთახებში იღებენ, რომლებიც გამოსახულებაზე სხვადასხვა სახის მანიპულაციას ახდენენ. ამერიკული ფილმების ნახევარი გადაღებულია არა ამერიკაში, არამედ რუმინეთში, ბულგარეთში, უნგრეთსა თუ სხვა ქვეყნებში არსებულ მწვანე ეკრანებსა და სტუდიებში. იქ დიდი სამთავრობო სუბსიდიებისა და კომპიუტერებთან მსხდომი იაფი მუშახელის გამოყენებით კლასიკური გაგებით „ფილმს“ სულაც აღარ იღებენ. ამერიკული ფილმების მეორე ნახევრის გადაღება სამხრეთ კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესსა და ჰოლივუდში კი არ წარმოებს, არამედ სხვა შტატებში, რომლებიც მათ ტერიტორიაზე კინოინდუსტრიის მოზიდვაში 30 %-იან საგადასახადო შეღავათს სთავაზობენ. კინოინდუსტრიაში სიტყვა „ფილმის“ გამოყენებაც კი შეუსაბამო გახდა. მოძრავი კადრებიც კი არ შეიძლება ფილმად ჩაითვალოს, ვინაიდან ისინი კომპიუტერის მიერაა შექმნილი და ციფრულად ისეა დამუშავებული, რომ დამატებითი კომპიუტერული მანიპულაციები უზრუნველყოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კინოგადაღების ჰოლივუდისეული დიადი ტრადიცია და კინოს ოქროს ხანა კომპიუტერულმა მანიპულაციებმა სრულად ჩააბარა წარსულს. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ კომპიუტერულ მანიპულაციებზე უარის მთქმელი კინოსკოლების რაოდენობა, სამწუხაროდ, თითზე ჩამოსათვლელიღაა.
ამ სკოლებში მოღვაწე პედაგოგების უმეტესობა არ და ვერ ასწავლის მასობრივი სცენების მართვას, ქუჩაში მანქანების გადაადგილებას, მთავარი როლის შემსრულებელ ქალსა და კაცს შორის ისეთი კავშირის გაბმას, რაც ადრეული კლასიკის თაყვანისცმემლებსა და კრიტიკოსებს აღტაცებაში მოიყვანდა. პირიქით, საკლასო ოთახები უზარმაზარ სივრცეებსა და საწყობებშია განლაგებული, სადაც კომპიუტერის ეკრანთან მჯდომი სტუდენტები ციფრული ვიდეოს შექმნაზე მუშაობენ. თუმცა, ეს ასე იყო დღევანდელ დღემდე.
ათწლეულების განმავლობაში პირველად, სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან შანსი აქვთ, ჩავიდნენ სამხრეთ კალიფორნიაში, რათა პროფესიონალ მსახიობებთან ერთად ეზიარონ ცოცხალი ინტერაქციით აღსავსე რეალური კინოგადაღების დიდებულ და თითქმის დაკარგულ ტრადიციას, რომელიც სავსე იყო ეკრანული რომანებითა და პერსონაჟებს შორის ბუნებრივი ურთიერთობებით.
კეთილი იყოს შენი მობრძანება ჰოლივუდის კინოაკადემიაში (HFA), სადაც რეჟისორები და ოპერატორები რეალური კინოსცენარის, კინოკამერების, მიკროფონებისა და განათების საშუალებით რეალურ პერსონაჟებს შექმნიან.
კომპიუტერით შექმნილ ციფრულ მწვანე ფონზე რომელიმე ოპერატორი მომავალში ახალ ფილმს გადაიღებს. წარსული დიდების პერიოდიდან მოყოლებული, ჰოლივუდის კინოგადაღების სტილი კვლავ ცოცხალია და სანტა-მონიკაში (კალიფორნია) აგრძელებს არსებობას.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოგვიანებით სტუდენტები არ შეისწავლიან კომპიუტერულ ანიმაციას და შედარებით იაფფასიანი მწვანე ბექგრაუნდების გამოყენებას. თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ისინი დაეუფლებაინ „ჰოლივუდური კინოგადაღების“ კლასიკურ და თითქმის დაკარგულ ხელოვნებას, რომელზეც რეჟისორების, კინემატოგრაფების, მემონტაჟეების, გამნათებლებისა და მსახიობების ახალი თაობა გაიზრდება. ჰოლივუდის კინოაკადემია ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც ასწავლის მოძრავი გამოსახულების ხელოვნებას და ჰოლივუდის ოქროს ხანის დიადი ტრადიციის უკანასკნელ ბასტიონად რჩება. ჰოლივუდის კინოაკადემიის კურსდამთავრებულები, თანატოლებისა და პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან, უდიდესი პატივისცემით ისარგებლებენ იმ უნიკალური პერსპექტივის გამო, რომელიც ამ შესანიშნავ საგანანმანათლებლო დაწესებულებას აქვს. ამასთან, კურსამთავრებულებზე დიდი მოთხოვნა იქნება შრომის ბაზარზე.
ჰოლივუდის კინოაკადემია 2013 წელს ლოს-ანჯელესში დაარსდა. აღსანიშნავია, რომ კინოაკადემიას ფილიალები აქვს ლონდონში (გაერთიანებული სამეფო), ალმათიში(ყაზახეთი) და ახლა უკვე თბილისშიც (საქართველო).
კინოაკადემიის მისიაა კინოში, ტელევიზიასა და მედიის სხვა საშუალებებში სტუდენტებისთვის გამოსადეგი პრაქტიკული უნარების სწავლება.
ჩვენი აკადემია გატაცებულია კინოწარმოებით. ჩვენი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მიზანია, სტუდენტებს დაეხმარონ წარმატების მიღწევაში. კინოინდუსტრიაში წარმატებული კარიერის მიღწევის მიზნით, აკადემიურ ცოდნასთან ერთად, ჩვენ სტუდენტებს პრქტიკულ გამოცდილებასაც ვუზიარებთ. შემოუერთდით ჰოლივუდის კინოაკადემიას და დღესვე დაიწყეთ თქვენი კინოკარიერა!