background ho
8 კვირიანი სასერტიფიკატო სამსახიობო კურსი

სამსახიობო დეპარტამენტი

  • კურსის აღწერილობა და მიზნები

    ეს კურსი სტუდენტის მიერ მონოლოგის წაკითხვის, გაანალიზების, შეფასების, პერსონაჟის მიმართ არჩევანის გაკეთების, განზრახვის, მოქმედების, კონფლიქტისა და მასალის ზედმიწევნით შესწავლისკენაა მიმართული.

    პრაქტიკაში გამოყენების (რეპეტიცია), სხვადასხვა სავარჯიშოსა და სოკრატესეული მეთოდის საშუალებით, სტუდენტები შეისწავლიან მონოლოგის სტრუქტურის წაკითხვისა და შეფასების პროცესს, ენის ამოცნობას, პერსონაჟისა და მოქმედების განვითარებისას დრამატურგის მიერ გამოყენებულ რითმასა და ლექსიკას. სტუდენტები შეისწავლიან სხვადასხვა დრამატული არჩევანის გაკეთებას და მათი მართებულობის რეპეტიციებისა და ანალიზის მეშვეობით შემოწმებას.

    კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს მონოლოგში რითმის, პერსონაჟის, გარემოსა და მოქმედების წაკითხვა და გაანალიზება; მონოლოგის მცირე ნაწილებად დაყოფა, ანალიზის მიხედვით დრამატული არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანის გრძნობითა და დამაჯერებლობით გათამაშება. 

     

  • 01
    ტექსტები, მასალა და რესურსები

    სტუდენტებს აუდიტორიაში ექნებათ ონლაინ წვდომა სასურველი მასალების მოსაძიებლად.

    პედაგოგს უამრავი სასარგებლო მასალა აქვს. სტუდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ თანამედროვე თხრობის გზებს, რომლებიც ადამიანური ყოფის უკეთ გაგებას ემსახურება.

  • 02
    შეფასება

    შეფასება მოიცავს ჩაბარებას ან ჩაჭრას.

    75 %-ზე მეტი დასწრებისა და თითოეულ ლექციაზე აქტიური მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტს მიენიჭება ჩაბარებულის სტატუსი.

    არასაკმარისი დასწრებადობის/მონაწილეობის მქონე სტუდენტის შეფასება დაექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას.

    სტუდენტები ყოველკვირეულად გაივლიან რეპეტიციებს სალექციო პერიოდის განმავლობაში, ხოლო განხილვაში მონაწილეობას შეძლებენ ყოველი შეხვედრისას.

  • 03
    დავალებები და საშინაო დავალება

    სტუდენტები სალექციო პერიოდის განმავლობაში სარეპეტიციოდ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რათა თითოეული სალექციო დღის მასალის რეფლექსირება მოახდნინონ, საკლასო მასალა კი სახლში დაიზეპირონ.

  • 04
    მონაწილეობა და საგაკვეთილო გარემო

    სასურველია, თითოეული სტუდენტი შეეცადოს 100 %-იან დასწრებას. 75% მინიმალური დასწრების ზღვარია.

    კურსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დისკუსიებში მონაწილეობას. სტუდენტი გაკვეთილზე მომზადებული უნდა გამოცხადდეს და გუნდურ დავალებებში მიიღოს მონაწილეობა.

    თანამედროვე პიესის, ფილმისა თუ სატელევიზიო შოუში უხამსი ენის გამოყენების გამო, სტუდენტებს არ აეკრძალებათ აუდიტორიაში მსგავსი ლექსიკის გამოყენება. ჩვენ მიერ შესწავლილი მწერლებისა და პერსონაჟების მიერ გამოყენებული ლექსიკის პრაქტიკაში გამოყენებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

    აუდიტორიაში შესვლამდე სტუდენტებმა უნდა გამორთონ მობილური ტელეფონები.

    სცენის შემსწავლელი აუდიტორია რეალურად სარეპეტიციო სცენას წარმოადგენს. შესაბამისად, სასცენო მუშაობის დასრულებას აპლოდისმენტები არ მოყვება.

    მონოლოგზე მუშაობისას პედაგოგი ხშირად დაავალებს სტუდენტების ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფის დაკვირვებას და შედეგების განხილვას. თეატრალური ჩვეულების თანახმად, კოლეგის კრიტიკისას გაკეთებული ყოველი კომენტარი ზედმიწევნით იქნება პედაგოგის მიერ გაკონტროლებული.

    აღნიშნული გაკვეთლები ღია განხილვებისა და ადამიანური ქცევის გულწრფელი შეფასებისთვის იდეალური ადგილი იქნება. თუ სტუდენტი რომელიმე ეპიზოდისას თავს უხერხულად იგრძნობს, ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს პედაგოგს და საკუთარი შეხედულება ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე დააფიქსიროს.

  • 05
    პირველი კვირა

    შესავალი. ძირითადი კონცეფციების განხილვა. თითოეული სტუდენტი წარადგენს მოკლე მონოლოგს და გაკვეთილის განმავლობაში განიხილავენ მისაღწევ მიზნებს.

    უმთავრესი კონცეფცია: „მსახიობობა იდეის თავდავიწყებით გადმოცემაა“.

  • 06
    მეორე კვირა

    სტუდენტებს მათი საყვარელი სიმღერის ტექსტის მონოლოგის რეჟიმში რეპეტიციის გავლა მოეთხოვებათ. სიმღერის ტექსტები სტუდენტებისთვის მონოლოგის გაანალიზების ისეთი მეთოდების
    შესასწავლად იქნება გამოყენებული, როგორიცაა:

    • მასალის ნაწილებად დაყოფა;
    • საკვანძო სიტყვების ამოცნობა;
    • პერსონაჟთან მიმართებაში ლექსიკისა და სინტაქსის განსაზღვრა;
    • რითმისა და სტრუქტურის ანალიზი;
    • ამბის მთლიან ხაზში მონოლოგის დანიშნულების გაგება.

    არცერთი მასალა არ შეიძლება ჩაითვალოს „ლიმიტს მიღმა“ ან „შეუფერებლად“. პერსონაჟის ასაკის, რასისა თუ სქესის მიუხედავად, სტუდენტებს მათთვის ყველაზე საინტერესო მასალის არჩევის საშუალება ექნებათ. ძირითადი კონცეფცია: “ყველა სიტყვას საკუთარი დანიშნულება აქვს“.

  • 07
    მესამე კვირა

    სტუდენტებისთვის მათ მიერვე შერჩეული დრამატული მასალის გადაკითხვისა და კვლევის ჩატარების სწავლება. მათ მონოლოგში ცალკეული „ნაწილების“ ამოცნობას და ამ ნაწილების გაანალიზებას შეასწავლიან.

    ძირიდათი კონცეფცია: „ტექსტი ყოველთვის თავიდან ბოლომდე წაიკითხე“.

  • 08
    მეოთხე კვირა

    სტუდენტები აუდიტორიაში ატარებენ მონოლოგების რეპეტიციას. წინა გაკვეთილისას გაკეთებული არჩევანის ტესტირებას რეალურ დროში მოახდენენ. მათ არჩევანს ხშირად პედაგოგი განიხილავს დეტალურად და დასახავს გამოწვევებს.

    რეპეტიციას გადარჩენილი არჩევანი გაზიარებული იქნება, ხოლო მომდევნო გაკვეთილისთვის ახლის დასახვა მოხდება.

    ძირითადი კონცეფცია: „შენი კომენტარის გარეშე არჩევანი უსარგებლოა“.

  • 09
    მეხუთე კვირა

    სტუდენტები მონოლოგის რეპეტიციას განმეორებით გადიან; ახალ არჩევანს განიხილავენ და დაწუნების შემთხვევაში ახალს დაისახავენ. მათ მონოლოგთან, მოქმედებასთან და პერსონაჟთან დაკავშირებულ უამრავ ისეთ შეკითხვას უნდა გასცენ პასუხი, როგორიცაა:

    • ვინ ხარ?
    • სად ხარ?
    • ვისთან ერთად ხარ?
    • რას აკეთებ?
    • როგორ აკეთებ?
    • საიდან მოხვედი?
    • სად მიდიხარ?
    • რა დაგხვდება, როდესაც იქ მიხვალ?

    სამუშაოს დინამიკიდან გამომდინარე, სტუდენტები ან ბოლომდე გაყვებიან არჩეულ მონოლოგს ან ახალს დაიწყებენ.

    ძირითადი კონცეფცია: „მუშაობა მასალის დაუფლებაზეა დამოკიდებული“.

  • 010
    მეექვსე კვირა

    სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ახალი მონოლოგი, აუდიტორიაში გამოცხადებისას სცენა წინასწარ გაწერილი და გაანალიზებული უნდა ჰქონდეთ. მათი რეპეტიცია შეფასებას დაექვემდებარება. იმ სტუდენტებს, რომლებსაც არ მიეცემათ ახალი დავალება, მიმდინარე კვირაში ფინალური რეპეტიცია ჩაუტარდებათ.

    ძირითადი კონცეფცია: „თუ იცი ნაწილები, განზრახვა, პერსონაჟი და კონფლიქტი, სტროფები არაფერია“.

  • 011
    მეშვიდე კვირა

    სტუდენტები, რომლებსაც აქვთ ახალი მონოლოგი, წარმოადგენენ ანალიზსა და დეტალურ ჩაშლას. სტუდენტებმა, რომლებიც რეპეტიციას ხელმეორედ გადიან, პერსონაჟებისა და დრამატული არჩევანის სინთეზის გაერთიანებას უნდა გაართვან თავი.

    ძირითადი კონცეფცია: „მსახიობობა რეალური და წარმოსახვითი გამღიზიანებლებისადმი რეაქციაა“.

  • 012
    მერვე კვირა

    ფინალური რეპეტიციები. სტუდენტები მიმდინარე მონოლოგის ფინალურ რეპეტიციას გაივლიან. თითოეულ სცენას პედაგოგის მხრიდან ზოგადი ანალიზი და საბოლოო კრიტიკა მოყვება.

    ძირითადი კონცეფცია: „შენი ნიჭი შენი არჩევანია“.

გაიცანი შენი პედაგოგი
  • teacher photo
    მიგელ

    მსახიობობა კინოსა და ტელევიზიაში

    მიგელ პერესი დაიბადა სან ხოსეში, კალიფორნია. როგორც მსუბუქწონოსანი ბოქსიორის, სალონებში მომღერალი და დიდი ოცნებების მქონე მამისა და მუსიკის მოყვარული...

უნარები
teacher photo
თარიღი

24 ორშაბათი ოქტომბერი - 24 ორშაბათი ოქტომბერი 2022

მდებარეობა

ონლაინ

დრო

12:00 - 12:00 PST

ღირებულება

$ 477.00

ყიდვა contact

გაქვს კითხვა?

მოგვწერე

გაიცანი შენი პედაგოგი
  • teacher photo
    მიგელ

    მსახიობობა კინოსა და ტელევიზიაში

    მიგელ პერესი დაიბადა სან ხოსეში, კალიფორნია. როგორც მსუბუქწონოსანი ბოქსიორის, სალონებში მომღერალი და დიდი ოცნებების მქონე მამისა და მუსიკის მოყვარული...

უნარები
ყველა კურსი
სამსახიობო ხელოვნების კვირეული
სამსახიობო ხელოვნების კვირეული

მიგელ პერესი

თარიღი07.02.2023

დრო07:00

სამსახიობო ხელოვნების კვირეული

მიგელ პერესი

მიგელ პერეზის ხელმძღვანელობით

ღირებულება $ 100

კასკადიორის ხელოვნება: 9 თვიანი სასერტიფიკატო კურსი
კასკადიორის ხელოვნება: 9 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

თარიღი19.09.2023

დრო12:00

კასკადიორის ხელოვნება: 9 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

სპეციალობა, კასკადიორი 9 თვიანი კურსი (36 კვირა)

ღირებულება $ 3800

გაყიდულია: როგორ დავაფინანსოთ ფილმი დამოუკიდებლად
გაყიდულია: როგორ დავაფინანსოთ ფილმი დამოუკიდებლად

სტივ ლონგი

თარიღი29.08.2022

დრო12:00

გაყიდულია: როგორ დავაფინანსოთ ფილმი დამოუკიდებლად

სტივ ლონგი

2 საათიანი მასტერკლასი

ღირებულება $ 12

სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა
სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა

ზაზა კოშკაძე

თარიღი17.10.2022

დრო12:00

სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა

ზაზა კოშკაძე

სასცენარო ხელოვნება: დრამატული რეპრეზენტაციის სტრუქტურა

ღირებულება $ 2350

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი - 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი
როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი - 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

თარიღი17.10.2022

დრო11:45

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი - 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა ერთ ჯგუფში 25 კაცი

ღირებულება $ 1950

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი: 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი
როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი: 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

თარიღი06.02.2023

დრო11:40

როგორ გავხდეთ პროფესიონალი კასკადიორი: 6 თვიანი სასერტიფიკატო კურსი

დავით ხუბუა

6 თვიანი კურსი (24 კვირა)

ღირებულება $ 2550

ხელშეკრულებები და ფინანსები კინოსთვის: მასტერკლასი
ხელშეკრულებები და ფინანსები კინოსთვის: მასტერკლასი

რობერტ ბელი

თარიღი15.09.2022

დრო12:00

ხელშეკრულებები და ფინანსები კინოსთვის: მასტერკლასი

რობერტ ბელი

Length 2 hours

ღირებულება $ 59

შესავალი ფილმის დაფინანსებასა და გაყიდვებში: მასტერკლასი დამთავრებულია!
შესავალი ფილმის დაფინანსებასა და გაყიდვებში: მასტერკლასი დამთავრებულია!

ბრაიან ბექმანი

თარიღი30.08.2022

დრო12:00

შესავალი ფილმის დაფინანსებასა და გაყიდვებში: მასტერკლასი დამთავრებულია!

ბრაიან ბექმანი

ხანგრძლივობა: 2 საათი

ღირებულება $ 59

გაყიდულია: კარლო სილიოტოს მასტერკლასი: მუსიკა უჩინარი მსახიობია
გაყიდულია: კარლო სილიოტოს მასტერკლასი: მუსიკა უჩინარი მსახიობია

კარლო სილიოტი

თარიღი08.09.2022

დრო12:00

გაყიდულია: კარლო სილიოტოს მასტერკლასი: მუსიკა უჩინარი მსახიობია

კარლო სილიოტი

მუსიკა უჩინარი მსახიობია

ღირებულება $ 59

როგორ წარმართონ კინემატოგრაფებმა კამპანია ფესტივალებისა და დაჯილდოებისთვის - გაყიდულია
როგორ წარმართონ კინემატოგრაფებმა კამპანია ფესტივალებისა და დაჯილდოებისთვის - გაყიდულია

სილვია ბიზიო

თარიღი14.09.2022

დრო12:00

როგორ წარმართონ კინემატოგრაფებმა კამპანია ფესტივალებისა და დაჯილდოებისთვის - გაყიდულია

სილვია ბიზიო

ფესტივალები და დაჯილდოების კამპანია კინემატოგრაფებისთვის

ღირებულება $ 9.97

გზა ჰოლივუდისკენ
გზა ჰოლივუდისკენ

ჯანეტ ნეპალსი

თარიღი19.08.2022

დრო12:00

გზა ჰოლივუდისკენ

ჯანეტ ნეპალსი

გზა ჰოლივუდისკენ

ღირებულება $ 59

სამსახიობო ოსტატობის 8 კვირიანი კურსი
სამსახიობო ოსტატობის 8 კვირიანი კურსი

მიგელ პერესი

თარიღი23.01.2023

დრო12:00

სამსახიობო ოსტატობის 8 კვირიანი კურსი

მიგელ პერესი

სამსახიობო დეპარტამენტი

ღირებულება $ 620