ფესტივალები და დაჯილდოების კამპანიები კინორეჟისორებისთვის
იტალიელი ჟურნალისტი, მწერალი და პროდუსერი სილვია ბიზიო პრესტიჟულ ყოველდღიურ გაზეთ „ლა რეპუბლიკას“ და ყოველკვირეულ ჟურალებს „ლ’ესპრესოსა“ და „დი და ეფს“ ლოს ანჯელესიდან სტატიებით 1985 წლიდან მოყოლებული ამარაგებს. იგი რამდენიმე წიგნის ავტორიცაა, მათ შორისაა „ლოს ანჯელესის ბაბილონია“ „იტალიური სტილის კინო“ და „აკადემიის დაჯილდოებაზე იტალიური კინოს ისტორია“. მან პროდიუსინგი გაუწია თავის პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმს „ღამის ცვლა ვარსკვლავებს ეკუთვნის“, რომლის რეჟისურაც სოფია ლორენის ვაჟ ედუარდო პონტის ეკუთვნის და რომელშიც ნასტასია კინსკი თამაშობს. ფილმმა ტრიბეკას კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტული მოიპოვა და წარდგენილი იქნა აკადემიის ჯილდოზე.
ბიზიომ დააამთავრა რომის უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო კალიფორნიის ბერკლის უნივერსტეტიდან მაგისტრის წოდება სოციოლოგიასა და მასობრივ კომუნიკაციებში მოიპოვა.
ბიზიომ ამერიკის პუბლიცისტთა გილდიისგან საინაუგურაციო საერთაშორისო მედია ჯილდო მიიღო 1991 წელს.
სილვია თანამედროვე კინოსერიალისა და იტალიური სტილის კინოს სამხატვრო დირექტორი იყო 2004-2010 წლებში, ხოლო 2018-2019 წლებში იგი ტაორმინას კინოფესტივალის სამხატვრო თანადირექტორი გახლდათ.
2016 წელს, მან თანაპროდუსინგი გაუწია მატეო ბორგარდტის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „არასოდეს გღირსებია: საღამო ბუკოვსკისთან ერთად“, რომელიც ეფუძნებოდა მის 1981 წლის ინტერვიუს ცნობილ ავტორთან ჩარლზ ბუკოვსკისთან.
მან პროდუსინგი გაუწია მეორე მსოფლიო ომის დროს არკანზასის შტატის ქალაქ მონტიჩელოს ტერიტორიაზე აშენებულ იტალიის ტყვეთა ბანაკის მნიშვნელობის ისტორიაზე შექმნილ 2018 წლის დოკუმენტურ ფილმს „ბანაკი მონტიჩელო: დავიწყებული ისტორია“.
გზა ჰოლივუდისკენ
მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების დიზაინერი მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების დიზაინერი ჯანეტ სიუზან არ ნეპალსი ლოს ანჯელესში მოღვაწე ...
მსახიობობა კინოსა და ტელევიზიაში
მიგელ პერესი დაიბადა სან ხოსეში, კალიფორნია. როგორც მსუბუქწონოსანი ბოქსიორის, სალონებში მომღერალი და დიდი ოცნებების მქონე მამისა და მუსიკის მოყვარული...
ჰოლივუდის ფილმების აკადემიის პრეზიდენტი
ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტი. მთავრობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებში ფართო გამოცდილების მქონე ბიზნეს-ლედი.