კარლო სილიოტო ოქროს გლობუსზე ნომინირებული კინოკომპოზიტორი და მოძრავი სურათის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის (ოსკარი) წევრია.
1984 წლიდან მოყოლებული, მას ასზე მეტი პროექტისთვის აქვს დაწერილი მუსიკა, დაწყებული თეატრალური განხრით, დამთავრებული დოკუმენტური ფილმებითა და ტელე-სერიალებით. თანამედროვე მელოდიებისა და იტალიური კონომუსიკის შერწყმის კარლოსეული უნარი მისი სავიზიტო ბარათი გახდა ისეთ შემდგარ რეჟისორებთან მუშაობისას, როგორიც არიან: პატრიცია რიგენი, იუჯინიო დერბეზი, ჯონათან ჰენსლეი, რობერტ მარკოვიჩი, რიკი ტოგნაცი, კარლოს საურა-მედრანო, კლაივ დონერი, სერგეი ბოდროვი, ივან პასერი, ჯოსეფ სარგენტი, როჯერ იანგი, ული ედელი, სერხიო სანჩეს სუარესი, რობერტ ალან აკმერმანი, კარლო კარელი, მაურისიო ნიჩეტი და ა.შ.
კარლოს უკანასკნელი ნამუშევარი - „სასწაულები სამოთხიდან“ - 16 მარტს, სონი/ქოლამბია ფიქჩერსის მიერ იქნა გამოცემული.
2004 წელს ფილმ „დამსჯელისთვის“ საერთაშორისო კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ (IFMCA) იგი საუკეთესო მუსიკის ჯოლდოზე წარადგინა.
2007 წელს კარლომ ფილმ „მომთაბარე-მებრძოლზე“ მუშაობისთვის (ბოდროვ-პასერი) ოქროს გლობუსის ნომინაცია დაიმსახურა.
2011 წელს „ნასტრო დ’არჯენტოს“ მუსიკისთვის „Il Padre E Lo Straniero“ (Tognazzi) იგი იტალიის კრიტიკოსებმა წარადგინეს ჯილდოზე.
მის სხვა დამსახურებებს შორისაა IFMCA-ს მიერ საუკეთესო კომედიური მუსიკის ჯილდოზე „კოლონ სონორეს“ გამო ნომინირება.
გზა ჰოლივუდისკენ
მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების დიზაინერი მომხმარებლის ინტერფეისისა და გამოცდილების დიზაინერი ჯანეტ სიუზან არ ნეპალსი ლოს ანჯელესში მოღვაწე ...
ფესტივალები და დაჯილდოების კამპანიები კინორეჟისორებისთვის
იტალიელი ჟურნალისტი, მწერალი და პროდუსერი სილვია ბიზიო პრესტიჟულ ყოველდღიურ გაზეთ „ლა რეპუბლიკას“ და ყოველკვირეულ ჟურალებს „ლ&rsquo...
ჰოლივუდის ფილმების აკადემიის პრეზიდენტი
ჰოლივუდის კინოაკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტი. მთავრობასა და საზოგადოებასთან ურთიერთობებში ფართო გამოცდილების მქონე ბიზნეს-ლედი.