სამსახიობო ხელოვნების კვირეული
მიგელ პერესი
თარიღი07.02.2023
დრო07:00
სამსახიობო ხელოვნების კვირეული
მიგელ პერესი
მიგელ პერეზის ხელმძღვანელობით
ღირებულება $ 400
კურსზე მაქსიმალური დასწრების რაოდენობა - 15
კურსში შედის:
ნანუკა ხუსკივაძე
სამსახიობო ხელოვნების სპეციფიკა; მისი გამომსახველობითი ხერხები, ფორმები. ტექსტის კრიტიკული ანალიზი; სასცენო მეტყველება და მისი მნიშვნელობა.
მიკა მდინარაძე
მუსიკის როლი სინთეზურ ხელოვნებაში. რა როლი აქვს მუსიკას თეატრსა და კინოში. მუსიკის სხვადასხვა ასპექტის განხილვა სინთეზურ ხელოვნებაში.
ნატალია ჯუღელი
მსახიობის თანამედროვე გამოწვევები საერთაშორისო რუკაზე.
ვინ არიან აგენტები და როგორ დავუკავშირდეთ მათ? ინდუსტრიის დღევანდელი მოთხოვნები დამწყები და პროფესიონალი მსახიობებისთვის.
უტა ბერია
სამსახიობო ხელოვნების სპეციფიკა კამერასთან მუშაობის დროს. ტექსტის ანალიზი, პერსონაჟთან იდენტიფიცირება, მისი ღია და ფარული მოტივაციის კვლევა.
ნიკოლოზ წულუკიძე
ქართული თეატრის ისტორიის შესწავლის მოკლე ექსკურსი ანტიკური საბერძნეთიდან ( ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე) ქართულ თეატრალურ წარმოდგენებამდე. ქართული თეატრის განხილვა მისი პირველი ნაბიჯებიდან (ერეკლეს თეატრი) თამამედროვე თეატრალური წარმოდგენების ჩათვლით.
ნათია ჩიკვაიძე
სტუდენტები გამოიკვლევენ სამსახიობო და ქორეოგრაფიული ამოცანების სინთეზურ დავალებებს, სადაც მათ საშუალება ექნებათ იმუშაონ საკუთარ ფანტაზიასთან, გრძნობებთან და ემოციებთან. ქორეოგრაფიული ნაწილი მოიცავს სივრცის შესწავლასა და კომპოზიციურ მუშაობას, სომატურ ძიებას მოძრაობასთან, ასევე ექსპრესიული თეატრალური ფორმების ძიებას მათი ინდივიდუალური სხეულის გამოცდილებებიდან.
თეო ხატიაშივილი
კინოსტილები და კინომსახიობის თავისებურებანი
(ბოლო ორ თემაში ცალკეული რეჟისორები იქნება გამოყოფილი და თვის მეორე ლექცია დაეთმობა მათ ვრცელ განხილვას).
კურსის ხანგრძლივობა - 3 თვე.
13 თებერვალი - 8 მაისი
კურსზე მაქსიმალური დასწრების რაოდენობა - 15
კურსი ჩატარდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში SEU.
მისამართი: თბილისი, წინანდლის 9
კურსზე მოხვედრა შეეძლებათ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებმაც გაიარეს კითხვარი.
13 ორშაბათი თებერვალი - 08 ორშაბათი მაისი 2023
თბილისი
14:34 - 15:34 PST
$ 785.00
გაქვს კითხვა?
მოგვწერე