-
-
01
კურსის აღწერილობა და მიზნები
სცენაზე დგომის ხელოვნება სტუდენტის მიერ დრამატული ლიტერატურის წაკითხვის, გაანალიზების, შეფასების, პერსონაჟის მიმართ არჩევანის გაკეთების, განზრახვის, კონფლიქტისა და მასალის ზედმიწევნით შესწავლისკენ მიმართული კურსია.
პრაქტიკაში გამოყენების (სცენაზე მუშაობა), რეპეტიციების, სხვადასხვა ამოცანისა და სოკრატესეული მეთოდის საშუალებით, სტუდენტები სცენის სტრუქტურის აღქმისა და შეფასების პროცესს, ენის ამოცნობას, პერსონაჟისა და მოქმედების მიმართ დრამატურგის მიერ გამოყენებულ რითმასა და ლექსიკას შეისწავლიან. სტუდენტები სხვადასხვა დრამატული არჩევანის გაკეთების გზებს დაეუფლებიან და მათ მართებულობას რეპეტიციებისა და ანალიზის მეშვეობით შეამოწმებენ, ხოლო ნაწარმოებთან დაკავშირებით საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ.
კურსის ბოლოს სტუდენტმა უნდა შეძლოს სცენის დრამატული შინაარსის აღქმა, სცენის მცირე ნაწილებად დაყოფა, ნაწარმოებიდან გამომდინარე სცენის მიზნის ამოცნობა, წაკითხულისა და გააზრების სინთეზის საშუალებით დრამატული არჩევანის გაკეთება და ამ არჩევანით თავდაჯერებულად ხელმძღვანელობა.
-
02
ტექსტები, მასალა და რესურსები
სტუდენტებს უამრავ ონლაინ მასალაზე წვდომის საშუალება ექნებათ.
პედაგოგს უამრავი სასარგებლო მასალა აქვს. სტუდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ თანამედროვე პიესებს, ფილმებსა თუ ტელეპიესებს, რომლებიც ადამიანური ყოფის შესახებ მოგვითხრობენ.
სტუდენტებს უამრავ ონლაინ მასალაზე წვდომის საშუალება ექნებათ.
-
03
შეფასება
შეფასება მოიცავს ჩაბარებას ან ჩაჭრას.
75 %-ზე მეტი დასწრებისა და თითოეულ ლექციაზე აქტიური მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტს მიენიჭება ჩაბარებულის სტატუსი.
არასაკმარისი დასწრების მქონე სტუდენტის შეფასება დაექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას.
სტუდენტები ყოველკვირეულად იმუშავებენ სცენაზე სალექციო პერიოდის განმავლობაში, ხოლო განხილვაში მონაწილეობას შეძლებენ ყოველი შეხვედრისას.
-
04
დავალებები და საშინაო დავალება
ცენაზე ერთად მომუშავე სტუდენტები სალექციო პერიოდის შუალედში სარეპეტიციოდ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რათა თითოეული სალექციო დღის გაკვეთილების პროგრესირება მოახდნინონ. პანდემიის გამო ონლაინ შეხვედრებს მიენიჭება პრიორიტეტი.
-
05
მონაწილეობა და საგაკვეთილო გარემო
სასურველია, თითოეული სტუდენტი შეეცადოს 100 %-იან დასწრებას. 75% მინიმალური დასწრების ზღვარია.
კურსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას დისკუსიებში მონაწილეობას ანიჭებს. სტუდენტი გაკვეთილზე მომზადებული უნდა გამოცხადდეს და საერთო ცოდნის რეფლექსიაში მონაწილეობა თანაკლასელების ცოდნის გაანალიზებით მიიღოს.
თანამედროვე პიესის, ფილმისა თუ სატელევიზიო შოუში უხამსი ენის გამოყენების გამო, სტუდენტებს არ აეკრძალებათ აუდიტორიაში მსგავსი ლექსიკის გამოყენება. მზად უნდა ვიყოთ ჩვენ მიერ შესწავლილი მწერლებისა და პერსონაჟების მიერ გამოყენებული ლექსიკის პრაქტიკაში გამოყენებისთვის.
აუდიტორიაში შესვლამდე სტუდენტებმა უნდა გამორთონ მობილური ტელეფონები.
სცენის შემსწავლელი აუდიტორია, რეალურად, სარეპეტიციო სცენას წარმოადგენს. შესაბამისად, სასცენო მუშაობის დასრულებას აპლოდისმენტები არ მოყვება.
სასცენო მუშაობისას პედაგოგი ხშირად დაავალებს სტუდენტების ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფის დაკვირვებას და შედეგების განხილვას. თეატრალური ჩვეულების თანახმად, კოლეგის კრიტიკისას გაკეთებული ყოველი კომენტარი ზედმიწევნით იქნება პედაგოგის მიერ გაკონტროლებული.
ეს გაკვეთლები ღია განხილვებისა და ადამიანური ქცევის გულწრფელი შეფასებისთვის იდეალური ადგილი იქნება. თუ სტუდენტი რომელიმე ეპიზოდისას თავს უხერხულად იგრძნობს, მას ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს პედაგოგს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე.
-
06
პირველი კვირა
შესავალი. ძირითადი კონცეფციების განხილვა. თითოეული სტუდენტი წარადგენს მოკლე მონოლოგს და განიხილავენ გაკვეთილის მსვლელობისას მისაღწევ მიზნებს.
უმთავრესი კონცეფცია: „რეალურად როგორია დღევანდელი დღით ცხოვრება?“
-
07
მეორე კვირა
სტუდენტები განაგრძობენ სცენაზე მუშაობას და ეცნობიან დაკვირვებისა და გაანალიზების ფაზას. ამ კვირით სრულდება მიმდინარე მასალაზე მუშაობა, ხოლო მომავალი შეხვედრა სტუდენტებს ახალი სცენებისა და სასცენო პარტნიორების გაცნობას პირდება.
არცერთი სახის მასალა არ შეიძლება ჩაითვალოს „ლიმიტს მიღმა“ ან „შეუფერებლად“. პერსონაჟის ასაკის, რასის, თუ სქესის მიუხედავად, სტუდენტებს ექნებათ მათთვის ყველაზე საინტერესო მასალის არჩევის საშუალება. ძირითადი კონცეფცია: „სცენის შესწავლისას აქცენტი სწავლაზე უფრო კეთდება, ვიდრე თავად სცენაზე“.