თებერვალი 23 , 2022
იაპონია, თურქეთი და მათ შორის ყველაფერი. ფესტივალი დაჯილდოების ცერემონიების პიკისას იმართება, რათა აზიელი კინომწარმოებლების ცნობადობის ამაღლებას ხელი მაქსიმალურად შეუწყოს. ფესტივალის აღმასრულებელი დირექტორი ჟორჟ ჩამჩუნი 51 ქვეყნიდან წარდენილ ფილმებს აცხადებს. რეგიონის კინომწარმოებლების გაზრდილი ცნობადობა აზიური და ჰოლივუდიური კინოინდუსტრიის დაახლოებას ხელს შეუწყობს.
თავიანთი ქვეყნების მიერ ოსკარზე ან ოქროს გლობუსზე წარდგენილი ფილმების მოწვევა ავტომატურად წარმოებს. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია აღნიშნულ ჩვენებებს ოქროს გლუბუსის ხმოსნებისთვის ოფიციალურ ჩვენებად აღიარებს. შარშანდელ საინაუგურაციო ღონისძიებაში 27 ქვეყნის 30 ფილმა მიიღო მონაწილეობა.
დასკვნითი საღამო სამხრეთ კორეული ფილმის “Operation Chromite-ის“ ჩვენებით დაგვირგვინდება, რომელშიც ლიამ ნისონი გენერალ დუგლას მაკარტურის როლში გამოდის.
ფესტივალის მიმდინარეობისას უამრავი ჯილდოს გადაცემა მოხდება, მათ შორის სინემატოგრაფიული მონაპოვრის ჯილდო, მარადიული მონაპოვრის ჯილდო და ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო. აღნიშნულს, ჟიურის პრიზებიც დაემატება.
ქულვერ ჰოტელში საღამოს გახსნითი მიღებითა და სადილით ფილმების ჩვენება ქულვერ სითის ცენტრში მდებარე „არქლაით სინემაში“ გაიმართება. სპონსორებს შორის ხსენებული „არქლაითი“, „ქულვერ ჰოთელი“, ქულვერ სითი, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია და „Lighthouse Worldwide Solutions-იც“ შედიან.
აზიის მსოფლიო კინოფესტივალი 26 ოქტომბერს წითელი ხალიჩითა და გალა კონცერტით აზიური კინოსამყაროში წვლილის შემტანი უცხოელი ნიჭიერი ადამიანებისა და კინომწარმოებლიების საპატივსაცემოდ გაიხსნება. გალას მოყვება „არქლაით სინემასა“ და „აიპიქ თეატრში“ ფილმების შვიდდღიანი ჩვენება, რომელსაც ფესტივალის დაჯილდოების დასკვნითი საღამო მოყვება ორშაბათს, 2 ნოემბერს.
კვირის განმავლობაში ექსპერტთა პანელი კინოს ფინასებზე, დისტრიბუციაზე, პიარზე, მარკეტიგნზე, დაჯილოდოების კამპანიაზე, მსოფლიო აუდიტორიისთვის ედიტიგნსა და სხვა უამრავ თემაზე იმსჯელებს.
საპატიო ჟიურის წევრებს შორისაა მსახიობი, მწერალი და პროდუსერი კევინ ჯეიმზი, რომელიც ლოს ანჯელესის მერის კინოსა და ტელევიზიის ბიუროს დირექტორია; ემინ მალუფი - ფრანგ/ლიბანელი ბესთსელერი მწერალი; გიორგი ოვაშვილი - ქართველი კინომწარმოებელი; ანტონიო ვილარაგოსა - ლოს ანჯელესის ყოფილი მერი; ვლადიმირ მენშოვი - ოსკაროსანი რუსი რეჟოსორი და ბობი მორესკო - ოსკაროსანი მწერალი და რეჟისორი.
მრჩეველთა საბჭოს წევრთა შორისაა ომრან ხანი - ამერიკელ/ინდოელი მსახიობი, ჯერემი კაგანი - ემის მფლობელი ტელე და კინო რეჟისორი და სიდნი ლევინი - ჟურნალისტი (sydneysbuzz) და საერთაშორისო კინოკონსულტანტი.
აზიის მსოფლიო კინოფესტივალი დაარსებულ იქნა მისი თავმჯდომარის, ყაზახი კინომწარმოებლისა და საჯარო ფიგურის სადიკ შერ-ნიაზის მიერ.
აზიის მსოფლიო კინოფესტივალის შესახებ
აზიის მსოფლიო კინოფესტივალი (აკფ) აზიური მსოფლიო კინოს საუკეთესო ნაწილს წარუდგენს ლოს ანჯელესს, რათა რეგიონის მდიდარი რეჟისორების აღიარება მოახდინოს და აზიურ და ჰოლივუდურ კინოინდუსტრიას შორის კავშირები გააძლიეროს. კულტურათაშორისი კოლაბორაციის საშუალებით ფესტივალი ფარავს აზიის 5 ქვეყნის კინოს, დაწყებული თურქეთით, იაპონიით, რუსეთითა და ინდოეთით, შუა აღმოსავლეთით დამთავრებული. ფესტივალში მონაწილე ყველა ფილმს აქვს უნიკალური შანსი დაძლიოს გამოწვევებით აღსავსე დაჯილდოების სეზონი, თავი გააცნოს „მოძრავი კადრის აკადემიას“, „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასა“ და ყველა გილდიას, ისევე როგორც დაისმახუროს ყურადღება და დაჯილოდებაზე წარგდენის შანსი. აზიის მსოფლიო კინოფესტივალი არაკომერციული ორგანიზაციაა Aitysh USA-ს ეგიდით: www.AsianWorldFilmFest.org
კულტურათაშორისი კოლაბორაციის საშუალებით ჩვენი ფესტივალი აზიის 48 ქვეყანას ფარავს, დაწყებული თურქეთითა და იაპონიით, დამთავრებული ინდოეთით. მონაწილე ყველა ფილმს აქვს შანსი გაიაროს გამოწვევებით აღსავსე ჰოლივუდის დაჯილოდები სეზონი და მიიქციოს მედიის ყურადღება.
ფესტივალზე მიღებული ფილმები HFPA-სა და აკადემიის მიერ აღიარებული 50 ქვეყნიდან იქნება. პრიორიტეტი 88-ე აკადემიის დაჯილდოებისა და 73-ე ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გამავალ ფილმებს მიენიჭება. გამონაკლისის სახით, აზიის მსოფლიო კინოფესტივალი ამ კატეგორიის მიღმა არსებულ გამორჩეულ ფილმებზეც შეაჩერებს არჩევანს.
ფილმების წარდგენასთან დაკავშირებით მეტი დეტალის ნახვა შესაძლებელია: http://www.asianworldfilmfest.org/submissions.
კინოპრიზები მნიშვნელოვნად გაზრდის დაჯილოდების კამპანიას და საუკეთესო კინოკატეგორიის ტოპ ჯილდოსაც მოიცავს, ისევე როგორც ჟიურის რჩეულის, აუდიტორიის ჯილდოს, „Foreign Film“-სა და „Oscar Wrap“-ის 50 000 აშშ დოლარად შეფასებულ გამოცემებში რეკლამას.
აზიის კინოსამყაროს ლოს ანჯლესესთვის გამცნობმა აზიის მსოფლიო კინოფესტივალმა (აკფ) საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის თანამდებობაზე East West Artists (EWA)-ს თანადამაარსებელი ჯეისონ მა დანიშნა. აკფ-ს მრჩეველთა საბჭოში კი სხვა უამრავი გამორჩეული ფიგურა მსახურობს, როგორიცაა ლოს ანჯელესის ყოფილი მერი ანტონიო ვილარაგოსა.
„ჰოლივუდთან და აზიურ კინოწარმოების ინდუსტრიასთან დიდი ხნის ურთიერთობის გამო ჯეისონ მა აკფ-სათვის იდეალურ პარტნიორსა და შენაძენს წარმოაგდენს. იგი სანდო მოკავშირე და ფასდაუდებელი შენამატია“, განაცხადა პროდუსერმა ლანი ნეტერმა, რომელიც ფესტივალის განვითარებისა და ფილანტროპიის მიმართულების დირექტორია. მისი მდიდარი ცოდნა იდეალურად ეწყობა აკფ-ს მიზნებს და შედარებით ნაკლებად ცნობილი რეგიონის კინონდუსტრიას საჭირო აღიარებაში ეხმარება.
მას თანახმად, „აზიაში საერთაშორისო ბაზრის მიერ აუღიარებელი უამრავი შესანიშნავი ფილმია. მაგრამ, ახლა მათ აღიარების შანსი აკფ-ს მიერ მიეცათ“.
ფესტივალის მრჩევლთა საბჭო მიესალმება პროდუსერ სტეფან ბრანერს, Shoreline Entertainment-ის პროდუსერ ალექს ფლორესს, პროდუსერ მედჰა ჯაიშანკარს, ემის გამარვებულ კინო და ტელე რეჟისორ ჯერემი კაგანს, საბჭოთა და ამერიკული კინო ისტორიის ექსპერტ იგორ კოკარევს, პროდუსერ ბრედ ლიტფლიდს, ჰოლივუდის კინოაკადემიის დამაარსებელს, აღმასრულებელ დირექტორსა და პროდუსერს ჯია ნოორტას, სამხრეთ კორეელ კინოპროდუსერ კეომ-ეოპ პარკს, პროდუსერ ელაია ქურეშის, პროდუსერ ნიკ ენ რასლანსა და ქულვერ სითის კულტურულ საქმეთა განყოფილების კომისიის წევრ თომას სმოლს.
საერთაშორისო კინოკონსულტანტი და პროდუსერი პიტერ ბელსიტო, მისი სამეფო აღმატებულება პრინცი გარიოს გასანი, დასავლეთ ჰოლივუდის ვაჭრობის პალატის დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ჰარუ ჰადადი, ლიბანელი ფილანტროპისტი მაია იბრაჰიმი, ბესთსელერი ავტორი და ფრანგული აკადემიის წევრი ემინ მალუფი, ოსკაროსანი პროდუსერი ანდრე მორანი („მილიონ დოლარიანი ჩვილი“), რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ლოს ანჯელესის საგრაფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე როი პოლი, სამხრეთ კორეელი კინოპროდუსერი და დისტრიბუტორი ჩულ შინი, Hollywood Schoolhouse Ferris Wehbe-ს დამაარსებელი, Weissman/Markowitz Communications-ის თანადამაარსებელი და თავმჯდომარე მურეი ვეისმენი და კორეელი აქტივისტი და საჯარო ფიგურა გრეის იო იქნებიან წლევანდელი საპატიო ჟიურის წევრები.
TheWrap-ის ოფიციალური მედია პარტნიორობის საშუალებით, აზიის მსოფლიო კინოფესტივალი 2015 წლის 26 ოქტომბრისა და 2 ნოემბრის შუალედში დაუნთაუნ ქულვერ სითიში მდებარე „არქლიათ სინემასა და“ უესტვოდში მდებარე „აიპიქ თეატრში“ გაიმართება.
აზიის მსოფლიო კინოფესტივალის შესახებ:
კინოს საშუალებით ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვაღიარებთ და ვერთიანდებით.
აკფ არაკომერციული ორგანიზაციაა Aitysh USA-ს ეგიდით. მის შესახებ დამატებით შეგიძლიათ იხილოთ:
http://www.AsianWorldFilmFest.org
ძალიან მალე თბილისში, ლოს ანჯელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი
ამერიკელებს სტანდარტები უყვართ, როგორც განათლებაში, ისე თითქმის ყველა სფეროში. მრავალი დაწერილი თუ
მასაგატის გმირი დედოფლის ტომირისის ისტორიასა და ამორძალ ქალთა რაზმზე (ქრისტეშობამდე 6-ე საუკუნის
სი ბი ეს-ის ტელე-რეალითი შოუ „მსოფლიოს საუკეთესოს“ ჟიურის წევრი გოხარ (ჯია) ნოორტა
„მსოფლიოში საუკეთესო“ შეუდარებელ ტალანტ შეჯიბრებად ყალიბდება. ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, შოუს დაემატება „მსოფლიო პანელად“ წოდებული უნიკალური ელემენტი.