თებერვალი 22 , 2022
გოხარ (ჯია) ნოორტა ცნობილი ყაზახი კინოპროდუსერი, რეჟისორი და მსახიობია. იგი „ჰოლივუდის კინოაკადემიისა“ (აშშ, ყაზახეთი) და „მაუნთ ჰელიქს ფილმზის“ (აშშ) დამაარსებელია. ჯიას პროდუსინგი აქვს გაწეული საერთაშორისო კინო და კულტურული ღონიძიებებისთვის. MUIM: „შეგიძლია მოგვიყვე რაიმე შენი წარმოშობის, ბავშვობისა და განათლების შესახებ?“ ჯია: „წარმოშობით ყაზახეთიდან ვარ. საბჭოთა კავშირში გატარებულმა ბავშვობამ ჩემზე გავლენა ნამდვილად მოახდინა. მე განვიცდიდი ჩემი ენის, ისტორიის, კულტურის, რელიგიური შეხედულებების ჩაგვრას და სამხედრო ინტერვენციაც კი გადავიტანეთ. 1996 წლის 16-18 დეკემბერი ყაზახეთის დამოუკიდებლობის დღეები იყო. შემდეგ გავიარეთ 90-იანი წლების გაჭირვება, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ყაზახეთი საკუთარ ეკონომიკას აშენებდა. ძლივს გადავრჩით და მე ჩემი ოჯახით ვამაყობ.
ჩემი მშობლები ცნობილი მეცნიერები იყვნენ. დედაჩემი ალმა მათემატიკოსი იყო, მამაჩემი ნეგმეტი კი გეოლოგი. სახლში უამრავი წიგნი გვქონდა და გამუდმებით ვკითხულობდი. განსაკუთრებით მსოფლიო ხალხთა ფოლკლორი და ისტორია მომწონდა. თხუთმეტი წლის ასაკიდან მუსიკას, ვიოლინოსა და ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობდი, ხოლო მოგვიანებით ყაზახეთის ეროვნულ კონსერვატორიაში მუსიკის განხრით მაგისტრის ხარისხი დავიცავი. მართალია მუსიკოსად არასოდეს მიმუშავია, მაგრამ დაგროვილი ცოდნა ამჟამინდელ პროფესიაში ძალიან მეხმარება“. MUIM: „როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს? როგორ მოხვდი კინოწარმოებაში? გაქვს კინოწარმოების ფორმალური განათლება?“ ჯია: „მე სწავლა მიყვარს - ესაა ჩემი გატაცება. ყოველდღიურად ვსწავლობ რაღაც ახალს“. Read more on Full Issue!
ძალიან მალე თბილისში, ლოს ანჯელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი
ამერიკელებს სტანდარტები უყვართ, როგორც განათლებაში, ისე თითქმის ყველა სფეროში. მრავალი დაწერილი თუ
მასაგატის გმირი დედოფლის ტომირისის ისტორიასა და ამორძალ ქალთა რაზმზე (ქრისტეშობამდე 6-ე საუკუნის
„მსოფლიოში საუკეთესო“ შეუდარებელ ტალანტ შეჯიბრებად ყალიბდება. ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, შოუს დაემატება „მსოფლიო პანელად“ წოდებული უნიკალური ელემენტი.
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი რეალური გმირისა და დედოფლის ტომირისის ისტორიას გვიყვება. მან და მისმა ამორძალებმა ამაზონის მებრძოლების ლეგენდებს დაუდეს სათავე. დედოფალი ტომირისი 2500 წლის