მაისი 09 , 2022
ძალიან მალე თბილისში, ლოს ანჯელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი გაიხსნება.
აკადემია დამწყებ მსახიობებსა და მოყვარულებს საბაკალავრო პროგრამასთან ერთად, საინტერესო კურსებს და მასტერკლასებს შესთავაზებს. სწავლების პროცესს კი წამყვანი ამერიკელი ასოცირებული პედაგოგები გაუძღვებიან.
ლინდა კიკოლაშვილი საქართველოში Hollywood Film Academy–ის წარმომადგენელია, რომელიც "ბიზნესპარტნიორთან" პროექტის დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
როდის გაჩნდა იდეა საქართველოში Hollywood Film Academy დაგეარსებინათ და რა არის აკადემიის მთავარი მიზანი?
აკადემიის მიზანია საქართველოში პირველი მაღალი დონის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა შექმნას და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს კინოინდუსტრიაში საკუთარი თავის წარმოჩენასა და რეალიზებაში დაეხმაროს.
კინოსახელოვნებო საერთაშორისო სასწავლებლის შექმნის იდეა სამი წლის წინ გაგვიჩნდა. ხანგძლივი მოლაპარაკების შედეგად შევძელით ჩვენი ამერიკელი პარტნიორი საქართველოში ამ პროექტის მნიშვნელობაზე დაგვერწმუნებინა. ისინი იყვნენ საქართველოში ჩამოსული, გაეცნენ ჩვენს კულტურასა და კინოხელოვნებას, შესაბამისად, სიამოვნებით დაგვთანხმდნენ ამ მნიშვნელოვან გამოწვევაზე.
სად და როდის დაიწყება სწავლება?
პროექტი "საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის" (SEU) ბაზაზე განხორციელდება. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია გვყავდეს საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილი პარტნიორი, რომელთაც აქვთ უნარი და გამოცდილება ნებისმიერი სასწავლო პროცესი მართონ მაღალ დონეზე.
თავდაპირველად მოღვაწეობას ვიწყებთ, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ კურსებით სხვადასხვა დარგში, სამსახიობო ოსტატობა, რეჟისურა და სხვა. თუმცა, საბაკალავრო პროგრამა დაახლოებით ერთ წელიწადში იგეგმება. სწავლება კი SEU–ს შენობაში ჩატარდება. სამომავლოდ საკუთარი შენობის აშენებასაც ვფიქრობთ, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი საჭირო აპარატურით. ინვესტიციის მოცულობა დაახლოებითი 20 მლნ ლარს შეადგენს.
რა შესაძლებლობებს აჩენს საქართველოსთვის, ასევე სფეროს წარმომადგენლებისთვის კინოაკადემიის არსებობა?
პროექტის განხორციელებით ვფიქრობთ დიდ წვლილს შევიტანთ ქართული კინომატოგრაფიის აღზევებაში, შევძლებთ კიდევ მეტი ნიჭიერი მსახიობის, რეჟისორის და სფეროსთან დაკავშირებული სხვა სპეციალისტების აღზრდას. კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილად დაეუფლონ ყველა წამყვან ტექნიკას და სფეციფიკას მათ სპეციალობაში. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის კომუნიკაცია და კონტაქტები, რომელსაც ისინი სწავლების პროცესში შეიძენენ.
ვგრძნობთ როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს გვერდში დგომას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის დანერგვის დღიდან გვიწევს კონსულტაციას ამ დიდ და საპასუხისმგებლო საქმეში.
რამდენს შეადგენს აკადემიაში სწავლების საფასური?
Hollywood Film Academy არის კერძო სასწავლებელი, შესაბამისად ხარისხიანი სწავლება ჩვენთვისაც დიდ ფინანსურ რესურსთან არის დაკავშირებული. საბაკალავრო პროგრამის საფასური სპეციალობებიდან გამომდინარე შეიცვლება და ფასთა გრადაცია $4500-8000–მდე იქნება, ხოლო სასერტიფიკატო კურსები $350-დან 700–მდე ეღირება.
როგორც ლინდა კიკოლაშვილი ამბობს, Hollywood Film Academy საშუალოდ წლის განვმალობაში კურსებზე 3000–ზე მეტ მსმენელს ელის, ხოლო საბაკალავროზე პირველ წელს აკადემია, სავარაუდოდ, მხოლოდ 500 სტუდენტს მიიღებს.
საბაკალავრო პროგრამის გავლა ნებისმიერ საშუალო განათლების მქონე პირს შეუძლია, რომელიც ინგლისურ ენას ფლობს. აღსანიშნავია, რომ სამომავლოდ ქართული სექტორის ჩამოყალიბებაც იგეგემბა. ხოლო კურსებზე და მასტერკლასებზე დასწრება ნებისმიერ 16 წელს ზემოთ მსურველს, როგორც დამწყებ მსახიობს ასევე მოყვარულებს შეეძლებათ.
მნიშვნელოვანია, რომ სწავლება თითოეულ დისციპლინაში იქნება ამერიკული სტანდარტით, სწორედ იმ მეთოდით, რომლითაც ჰოლივუდში თანამედროვე კინოხელოვნებას შეასწავლიან.
ცნობისთვის, Hollywood Film Academy სტუდენტებისთვის კინოში, ტელევიზიასა და მედიის სხვა საშუალებებში გამოსადეგი პრაქტიკული უნარების სწავლების მიზნით, 2013 წელს ლოს ანჯელესში დაფუძნდა.
ამერიკელებს სტანდარტები უყვართ, როგორც განათლებაში, ისე თითქმის ყველა სფეროში. მრავალი დაწერილი თუ
მასაგატის გმირი დედოფლის ტომირისის ისტორიასა და ამორძალ ქალთა რაზმზე (ქრისტეშობამდე 6-ე საუკუნის
სი ბი ეს-ის ტელე-რეალითი შოუ „მსოფლიოს საუკეთესოს“ ჟიურის წევრი გოხარ (ჯია) ნოორტა
„მსოფლიოში საუკეთესო“ შეუდარებელ ტალანტ შეჯიბრებად ყალიბდება. ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, შოუს დაემატება „მსოფლიო პანელად“ წოდებული უნიკალური ელემენტი.
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი რეალური გმირისა და დედოფლის ტომირისის ისტორიას გვიყვება. მან და მისმა ამორძალებმა ამაზონის მებრძოლების ლეგენდებს დაუდეს სათავე. დედოფალი ტომირისი 2500 წლის