თებერვალი 23 , 2022
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი რეალური გმირისა და დედოფლის ტომირისის ისტორიას გვიყვება. მან და მისმა ამორძალებმა ამაზონის მებრძოლების ლეგენდებს დაუდეს სათავე. დედოფალი ტომირისი 2500 წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა მისი ისტორია დღესაც გრძელდება. იგი იყო დედა, მებრძოლი და შეუდარებელი სტრატეგი, რომელმაც ქალ მებრძოლთა დანაყოფი ჩამოაყალიბა. მისი სილამაზე უამრავი ევროპელი მხატვრის შთაგონების წყარო გამხდარა, ხოლო მისი ცხოვრების დეტალების შესახებ ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მოგვითხრობს. მისი მოღვაწეობა დღესაც შთააგონებს ათასობით ქალს შუა აზიაში.
ფილმი უძველეს თურქულ ენაზეა შესრულებული, რომელზეც აღარ საუბრობენ. გასაოცარი კასკადიორული ტრიუკების შემსრულებელი მსახიობებისთვის ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. ფილმის გადაღების პროცესში არც ერთ ცხოველს ზიანი არ მისდგომია.
ტომირისი უამრავი ჯილდოს მფლობელმა რეჟისორმა აკან სატაიევმა გადაიღო და მასში დედოფლის ალმირა ტურსინი ასრულებს. ისტორიულმა დრამამ უამრავი გული დაიპყრო ყაზახეთში და უამრავი შემოსავალიც მოიტანა.
ფილმი ტომირისის დაბადებიდანვე ვითარდება და გვიჩვენებს მის მიერ ცხენზე ჯირითის პროცესშიც კი მშვილდ-ისრის გამოყენების ტექნიკას. დედოფლის კოსტუმები ოქროს დახვეწილი ნაკეთობებითაა შემკული.
საკულტო ნაწარმოებს ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან იგი დღევანდელი ცენტრალური აზიის ისტორიაში დედოფალ ტომირისის როლის გაგებაში ეხმარება ადამიანებს. დედოფალმა ტომირისმა გარშემო ტომები გააერთიანა და სხვა სამეფოების მიერ მათ დამონებას შეუშალა ხელი. ტომირისი თავის ხალხთან და მიწასთან ასოცირდება, რომელმაც სერიოზული სისხლისღვრის გარეშე მოახერხა საკუთარი თანამემამულეების დაცვა.
ისტორიულ დრამაში ცენტრალური აზიისთვის დამახასიათებელი ნიშანია ნაჩვენები, როგორიცაა ცხენი და დიდი სტეპები - ისინი ცენტრალური აზიის სიმბოლოებად დღემდე რჩებიან. ევრაზიული სტეპი, იგივე დიდი სტეპი, ანდა უბრალოდ სტეპი, ევრაზიაში მდებარე ვრცელი ადგილია. მისი მშრალი და ბალახით დაფარული ცივი მიწა ავსტრალიასა და ანტარქტიკის გარდა ყველგან გვხვდება. ჰაერის ნაკლებ ტენიანობას მისი ოკეანიდან დაშორება და მთიან ბარიერთან სიახლოვე განაპირობებს.
ძალიან მალე თბილისში, ლოს ანჯელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი
ამერიკელებს სტანდარტები უყვართ, როგორც განათლებაში, ისე თითქმის ყველა სფეროში. მრავალი დაწერილი თუ
მასაგატის გმირი დედოფლის ტომირისის ისტორიასა და ამორძალ ქალთა რაზმზე (ქრისტეშობამდე 6-ე საუკუნის
სი ბი ეს-ის ტელე-რეალითი შოუ „მსოფლიოს საუკეთესოს“ ჟიურის წევრი გოხარ (ჯია) ნოორტა
„მსოფლიოში საუკეთესო“ შეუდარებელ ტალანტ შეჯიბრებად ყალიბდება. ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, შოუს დაემატება „მსოფლიო პანელად“ წოდებული უნიკალური ელემენტი.