თებერვალი 23 , 2022
დედოფალი ტომირისი. ფილმი ყაზახეთში პირველ ოქტომბერს გაეშვა და ქვეყნის ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.
ყაზახეთის ვარსკვლავების ალმირა ტურსინის (ტომირისის როლში), ადილ ახმეტოვის (არგუნის როლში) და აიჟან ლიგის (სარდანას როლში) გამომყვანი ტომირისი დიადი დედოფლის ტომირისის ამბავს გვიყვება, რომელმაც თავის ქალ ბერძოლებთან ერთად მომთაბარე ტომები გააერთიანა და სპარსეთთან მეომარი ძლიერი ერი ჩამოაყალიბა. ისტორიული ამბები გვიყვება, რომ სირიუს დიდის დამხობა მის მიერ დიდი სტეპების ხალხისა და მათი დაუმარცხებელი ლიდერის არასწორი შეფასების ბრალი იყო.
„მადლიერი ვარ იმ ეპოქაში ცხოვრებით, რომელსაც აინტერესებს ძლიერი ქალების ისეთი ისტორიები, რომლებიც მოყოლას ნამდვილად იმსახურებენ“ განაცხადა „არქლაით ფილმზის“ თავმჯოდომარე გარი ჰამილტონმა. „ტომირისის ისტორია, საოცარი პეიზაჟებისა და გამორჩეული სამხატვრო ღირებულების ფონზე, ისეთ საკულტო ფილმს წარმოადგენს, რომელსაც აუდიტორიის აღფრთოვანება შეუძლია. როდესაც ყაზახ-ამერიკელმა კინოპროდუსერმა ჯია ნოორტამ (ლოს ანჯელესში ყაზახეთის საკონსულოს საპატიო თავმჯდომარე) აღნიშნული პროექტი გაგვაცნო, მაშინვე გავიაზრეთ ამ ფილმის საოცარი პოტენციალი. გვიხარია, რომ Well Go USA-ში ჩვენი მეგობრები დედოფალი ტომირისის ამერიკელი აუდიტორიისთვის წამრდგენი პანელის წევრები არიან“.
„დაუჯერებელი ისტორიები ჩვენი ინტერესის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს, ხოლო რამდენიმე თუ შეედრება ისტორიული „ამაზონის დედოფლის“ ისტორიას, განაცხადა Well Go USA Entertainment-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დორის პფარდეშერმა. „ტომირისის მაყურებელს განაცვიფრებს მრისხანე ახალგაზრდა მებრძოლი, რომელიც საკუთარი ხალხის სიყვარულის გასაოცარ ძალას განასახიერებს, რომელმაც პირადი ტრაგედიის მიუხედავად უდიდეს იმპერიასთან დაპირისპირება საკუთარი ხალხის დასაცავად მაინც გადაწყვიტა“.
„ტომირისი“ „ყაზახფილმ სტუდიოსა“ და „სატაიფილმის“ ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს.
ავტორი: Deadline.com
ძალიან მალე თბილისში, ლოს ანჯელესში არსებული Hollywood Film Academy-ს ქართული ფილიალი
ამერიკელებს სტანდარტები უყვართ, როგორც განათლებაში, ისე თითქმის ყველა სფეროში. მრავალი დაწერილი თუ
მასაგატის გმირი დედოფლის ტომირისის ისტორიასა და ამორძალ ქალთა რაზმზე (ქრისტეშობამდე 6-ე საუკუნის
სი ბი ეს-ის ტელე-რეალითი შოუ „მსოფლიოს საუკეთესოს“ ჟიურის წევრი გოხარ (ჯია) ნოორტა
„მსოფლიოში საუკეთესო“ შეუდარებელ ტალანტ შეჯიბრებად ყალიბდება. ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, შოუს დაემატება „მსოფლიო პანელად“ წოდებული უნიკალური ელემენტი.